სოფელ სიქთარვაში რძის გადამმუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში რძის გადამმუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო შპს „ზეკარი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამურად 996,000 ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო, აქედან 428,000 ლარი გრანტია, ხოლო 461,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

საწარმოში წელიწადში 41 ტონა სულგუნს და 29 ტონა იმერულ ყველს აწარმოებენ და პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. გადამამუშავებელ საწარმოში 15 ადამიანია დასაქმებული.

წყარო: https://imedinews.ge