მკვლევარები LED-ნათურებს დახურულ სივრცეში ხორბლის მოსაყვანდ გამოიყენებენ
LED-ნათურების გამოყენებით წელიწადში 2-ის ნაცვლად ხორბლის 4 მოსავლის მიღება და 3000 ევროს ღირებულების ელექტროენერგიის დაზოგვა შეიძლება.
მარცვლეული კულტურების კვლევითი ინსტიტუტი (ICCI), რომელიც ისრაელში, თელავივის უნივერსიტეტის და მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაა,ათეულ წლებია მარცვლეული კულტურების გაუმჯობესებაზე მუშაობს.
შარშან, შენობაში სადაც მარცვლეულ კულტურებზე ექსპერიმენტი ტარდება, HPS განათების სიტემა გამოიყენებოდა, ექსპერიმენტის სახით ინსტიტუტის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს ის სინათლის დიოდებით შეეცვალათ და რამდენიმე ხნის შემდეგ, გაოცებულებმა ამ განათების მთელი რიგი თვალსაჩინო უპირატესობა აღმოაჩინეს.
მეცნიერები აღიარებენ, რომ LED-ნათურები შესაძლებელს ხდის, უფრო ეფექტიანად გაკონტროლდეს ტემპერატურული რეჟიმი, მიღწეული იქნას უკეთესი შედეგი და მნიშვნელოვნად დაიზოგოს ელექტროენერგია.
როგორც ინსტიტუტის ერთ-ერთი თანამშრომელი აღნიშნავს, HPS-განათება ძალიან ბევრ სითბოს გამოიმუშავებდა და მისი ექსპლუატაციაც საკმაოდ ძვირი ჯდებოდა.
LED-ნათურები უფრო ენერგოეფექტიანია და როგორც წინასწარმა გათვლებმა ცხადყო, ცენტრს შეუძლია ყოველი შენობიდან, სადაც მარცვლეულია გაშენებული წელიწადში 3000 ევრო დაიზოგოს.
პროფესორ ამირ შარონი ელოდება, რომ ისინი უკვე ორი მოსავლის ნაცვლად, რასაც აქამდე HPS ტექნოლოგიით იღებდნენ, წელიწადში ხორბლის 4 მოსავლის მიღებას შეძლებენ.
ახლებური მიდგომა მის გუნდს საშუალებას აძლევს ყოველწლიურად მეტი ექსპერიმენტი ჩაატარონ, რაც კვლევის პროცესს უფრო მრავალფეროვანს და ოპერატიულს გახდის.