კახეთში ალოობა დაიწყო

კახეთში ალოობა ქერის ყანები გაჭირით დაიწყო, მოსავალი კარგია, თუმცა გაზაფხულის ქარები რომ არა, შედეგი უკეთესი იქნებოდა. ალაზნის  შირაქის ველზე,  სოფელ სამრეკლოში ადგილობრივი მოსახლეობისათვის 30 ჰექტარზე ქერის მოსავლის აღების ოპერაციებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორის“ 5 კომბაინი ახორციელებს.

დღეს რეგიონში სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩავიდა და ფერმერებს შეხვდა. როგორც მინისტრმა განამრტა, მარცვლოვანი კულტურების მოსავლის დაბინავება აქტიურ ფაზაში შედის. სრულად მობილიზებულია  სახელმწიფო კომპანიის, შპს „მექანიზატორის“ თანამედროვე ტექნიკა. რომ სამინისტრო მაქსიმალურად დაეხმარება მოსახლეობას მოსავლის ორგანიზებულად აღება-დაბინავებაში პრობლემები არ შეექმნებათ.

წლევანდელ ალოობაზე კახეთის რეგიონში შპს „მექანიზატორს“  დაგეგმილი აქვს  დაახლოებით 30 000-დან 35 000-მდე ჰექტარზე თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება.

მოსავლის შეუფერხებლად აღების მიზნით, რეგიონში,  ამ ეტაპზე,  მობილიზებულია 74  კომბაინი, აქედან, გურჯაანის სერვისცენტრში – 45, ხოლო დედოფლისწყაროს სერვისცენტრში _ 29 კომბაინი.