ყურძნის დღევანდელი ჩასაბარებელი ფასი კახეთში_ რქაწითელი _ 70 თეთრი, წვანე _ 85 თეთრი, ხოლო საფერავი 1,5 ლარი

კახეთში რთველი ჯერ აქტიურ ფაზაში არ შესულა, მაგრამ უკვე აშკარად ჩანს, რომ ჩასაბარებელი ყურძენი შარშანდელთან შედარებით 15-20 პროცენტით იაფი იქნება.

დღეს თელავში, გურჯაანში, წნორში ყურძენს უკვე რამდენიმე საწარმო იბარებს. ხარისხიანი რქაწითელის მისაღები ფასი 70 თეთრია, კახურ მწვანე 85 თეთრი ღირს, ხოლო საფერავი _ 1.50 ლარი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კახეთში რთველი ჯერ აქტიურად არ დაწყებულა, პროცესი 10-15 დღეში გააქტიურდება.

კახელი მევენახეები ამბობენ, წლეულს ყურძნის კარგ მოსავალს ელოდებიან, მაგრამ ყურძნის ამჟამინდელი ჩასაბარებელი ფასის გამო ერთგვარ უკმაყოფილებას გამოთქვამენ და იმედი აქვთ, რომ ყურძნის ფასი მოიმატებს.

საერთოდ კი წლეულს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  პროგნოზით მევენახეებმა კახეთში 250 000 ტონაზე მეტი ხარისხიანი ყურძენი უნდა მოიწიონ.

შარშანდელივით მოსახლეობას ჩაუბარებელი ყურძენი არც წლეულს დარჩება.

აქტიურად მუშაობს ცხელი ხაზი, სადაც მევენახეებს და დაინტერესებულ პირებს რთველის მიმდინარეობის და მასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე კვალიფიციურ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან.

ცხელი ხაზი _  1501