ჩვენი ფერმერებისთვის _ იტალიელი მებაღეები წაბლის თანამედროვე ბაღების გაშენების მეთოდებს იკვლევენ

იტალია დაინტერესებულია გაზარდოს წაბლის წარმოება და მზად არის კონკურენცია გაუწიოს თურქეთს.

იტალიელი წაბლის მწარმოებლები კონფერენციაზე შეიკრიბნენ, განიხილეს დარგის სამომავლო გეგმები და და გადაწყვიტეს შეიმუშაონ წაბლის ბაღების პროფესიონალურად გაშენების პროგრამა.

საქმე ის არის, რომ მოცემულ მომენტში იტალიაში ზოგიერთი ასეთი ბაღის ხნოვანება საუკუნეზე მეტია, ის აქ დიდი ხნის წინათ გააშენეს. ხეები იმდენად მაღალია, რომ ნაყოფის შეგროვება ჭირს, ამიტომ იტალიის გადამმუშავებელ წარმოებას წაბლის ნაყოფს თურქეთი აწვდის.

წაბლი ყველაზე კარგად მთიან და მთისწინა რეგიონებში ხარობს, მაგრამ წაბლის თანამედროვე მეთოდებით წარმოება ადაპტირებული უნდა იყოს ვაკე რელიეფთან, რათა განვითარდეს და ღირსეული კონკურენცია გაწიოს ბაზარზე“ _ აცხადებენ სპეციალისტები.

თანამდეროვე წაბლის ბაღის გასაშენებლად ყველაზე პოპულარული ჯიში იტალიის ბაზარზე  Bouche De Betizac-ია.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ წაბლის გასაშენებლად აუცილებელი საირიგაციო სისტემები და ნიგვზის გაშენების მსგავსი ტექნოლოგია. ასევე სასურველია ნაყოფიერი, მჟავე ნიადაგები და თანამედროვე გამოკვების სისტემების გამოყენება.

დიდი მნიშვნელობა აქვს საბოლოო პროდუქციის ხარისხს. დღეს წაბლის სორტირება შესაძლებელია ავტამატიზებული სისტემებით, რომელსაც შეუძლია საუკეთესო და ნაკლებხარისხიანი ნაყოფი ცალ-ცალკე დააფასოოს. ეს მნშვნელოვანია იმიტომ, რომ დაკმაყოფილდეს მომხმარებლის მოთხოვნა და კონკურენცია გაუწიოს ბაზარზე არსებული წაბლის სხვა მწარმოებლებს.

წყარო: www.freshplaza.com

PS. ეს თემა საინტერესო უნდა იყოს ქართველი ფერმერებისთვის, რადგან საქართველოში საკვებად ვარგისი წაბლის წარმოების დიდი პოტენციალი არსებობს. მსოფლიო ბაზარზე კი, როგორც თხილზე, წაბლზე და წაბლზე დამზადებულ სხვა პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნაა.

ამ საკითხის შესწავლა და ხელის მოკიდება, ვფიქრობთ, ღირს და მომგებიანიც იქნება ჩვენი ფერმერებისთვის.

(„ან“ რედ.)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.