კასტრირება საჭირო აღარ იქნება, გენეტიკოსებმა, უნაყოფო გმო-ღორების გამოყვანაზე დაიწყეს მუშაობა
ორი ამერიკული გენეტიკური კომპანია, რომლებიც ცხოველთა სელექციაზე მუშაობენ, ამბიციური პროექტის დაწყებას იუწყებიან. მათ სურთ გამოიყვანონ უნაყოფო ღორის ინდივიდები, რომლებსაც კასტრირება აღარ დასჭირდებათ.
მეცხოველეობაში გენური ინჟინერიის და დნმ-ის გენეტიკის რეკომბინაციის პიონერმებმა, მსოფლიო ლიდერმა ორმა ამერიკულმა კომპანიამ ერთობლივი ძალისხმევით დაიწყეს მუშაობა უსქესო ღორების გამოყვანაზე, რათა გამოირიცხოს ცხოველების ქირურგიული ან სხვა მეთოდებით კასტრირების საჭიროება.
როგორ შეძლებენ ისინი ამას, ხვალინდელი დღე იტყვის, მაგრამ მანამდე სპეციალისტებს სურთ შეიმუშაონ ზედმიწევნით ზუსტი მოდელი, რომლის წყალობითაც მამრობითი სქესის ინდივიდები სტერილურები დაიბადებიან.
ეს ნოუ-ჰაუ დადებითად მარტო ცხოველთა ჯანმრთელობაზე კი არ აისახება, არამედ მწარმოებლებსაც გაუადვილებს უფრო მაღალი ხარისხის ხორცის მიღებას.
ხარისხიანი ხორცის მიღების მიზნით მამრობითი სქესის გოჭებს ტრადიციულად მთელ მსოფლიოში კოდავენ, რის შედეგადაც მამალი ღორის ხორცს უსიამოვნო სუნი და გემო, რაც აუფასურებს მის ხარისხს, აღარ აქვს.
დღემდე პრაქტიკაში კასტრირებისთვის ქიმიური ან ქირურგიული მეთოდები გამოიყენება, რაც ცხოველს ჯანმრთელობის გაუარესების რისკს უქმნის.
რეკომბინირების განხრით მომუშავე მეცნიერები შეეცდებიან განსაზღვრონ კუნთის ზრდის, საკვების მიცემის სიჩქარე და ხარისხი, რათა გენმოდიფიცირებულ ცხოველებს გამოსაზრდელად ყველაზე ოპტიმალური პირობები შეუქმნან.
2017 წლის დეკემბერში ამერიკის სოფლის მეურნეობის და სურსათის კვლევის ცენტრმა (FFAR) Recombinetics-ის, რომელიც მეღორეობაში თანამედროვე გენეტიკურ ტექნოლოგიებზე მუშაობს, რათა საჭირო აღარ გახდეს კასტრირება 500$ ათასი გრანტი მისცა. პროექტმა სხვა წყაროებიდანაც მიიღო დაფინანსება.
წყარო: agrarheute.com