კენკროვანი კულტურების ბიოლოგიური მეთოდით მოვლა – მოყვანის ტექნოლოგიები “მეკენკრეთა ასოციაციისთვის”
კენკროვანი კულტურების ბიოლოგიური მეთოდით მოვლა – მოყვანის ტექნოლოგიების შესახებ სწავლებამ, რომელიც კომპანია „ბიოაგროში“ „მეკენკრეთა ასოციაციის” წევრებისთვის გაიმართა, მოიცვა ნიადაგის სტრუქტურის, მცენარის გამოკვების მნიშვნელობის, კენკროვნების _ ჟოლოს და მაყვლის დაავადებების და მავნებლების ბიოლოგიური მეთოდების გამოყენების თანამედროვე მიდგომები.
აღნიშნულ თემებზე ფერმერებს „ბიოაგროს” სპეციალისტები, ნიადაგმცოდნე ბესიკ კალანდაძე; ფიტოპათოლოგი შაქრო ყანჩაველი და ენტომოლოგი კარლო კიკორია ესაუბრნენ.
შეხვედრაზე ფერმერებს ახალი პროდუქტებიც წარედგინათ – მყარი ორგანული სასუქი „ბიომიქსი” და ბიოლოგიური ინსექტიციდი„ნიმის ზეთი”.
სწავლების პროცესში ფერმერებმა, სპეციალისტებთან ერთად ჟოლოსა და მაყვლის ბიოლოგიური მეთოდით მოყვანის სქემა შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც სეზონის დასაწყისიდანვე იხელმძღვანელებენ.
მარიამ ტაკაშვილი