ხელოვნური კვერცხები, როგორ მზადდება და როგორ გავარჩიოთ ფალსიფიცირებული კვერცხი ნამდვილისგან

ჩინელი ფალსიფიკატორები იმიტაციის ოსტატები არიან. მათ   ტანსაცმლის და აქსესუარების, არქიტექტურული შედევრების ისე უბადლოდ კოპირება ისწავლეს, რომ  ორიგინალისგან ძნელად გაარჩევთ.

ფალსიფიცირების გვირგვინად შეიძლება,  ქათმის ხელოვნური კვერცხი მივიჩნიოთ, რომელიც უკვე  ბაზარზეც გამოჩნდა.

ეს ფაქტი დაფიქრებად ღირს, რათა საკუთარ უსაფრთხოებაზე ცოტა მეტად ვიზრუნოთ.

დღეს საკვები პროდუქტების გაყალბება, სიახლე სულაც არ არის. თქვენ უკვე წაკითხული და შეიძლება ნანახიც გაქვთ ხელოვნური მასალით, მუყაოთი დამზადებული ძეხვეული, სოსისები და ფუნთუშები, „პოლიეთილენის ბრინჯი“, მაგრამ ხელოვნური კვერცხი, რომლის გარჩევა ნამდვილისგან არც ისე იოლია, მაინც ახალი ხილია.

01

კვერცხი სასარგებლო საკვები ნივთიერებების საკუჭნაოა: ცხიმები, ცილები, გლუკოზა ნახშირწყლები, მინერალები, ბევრი ფერმენტები და ვიტამინების A, E, D, B, ქოლესტერინი, რომელიც არ ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას, ამიტომაც სპეციალისტები ხშირად ურჩევენ ადამიანებს ერთი კვერცხი მაინც მიირთვან დღეში, ბავშვის ულუფაში კი ეს პროდუქტი, თითქმის შეუცვლელია.

02

ხელოვნური კვერცხი _ მთლიანად „ფუტუროა“, მასში არ არის არანაირი სასარგებლო ნივთიერება. ნაჭუჭი დამზადებული თაბაშირისგან, ყვითელი გული (ყვითრი) და ცილა მიღებულია ქიმიურად.

ასეთი კვერცხის უარყოფითად აისახება ნერვულ სისტემაზე, ხოლო ბავშვებში შესაძლოა გამოიწვიოს მოძრაობის და გონებრივ განვითარების შეფერხება.

03

როგორ ამზადებენ ხელოვნურ კვერცხს

ხელოვნური კვერცხი ისეთი ხელოვნებით არის დამზადებული, რომ შიგნით საჰაერო მემბრანაც კი აქვს. ვერაფერს იტყვი, კარგი ნახელავია!

 

04

დამზადებას იწყებენ ყვითრით. ქიმიურ ნარევს ღებავენ ყვითლად და ასხამენ ფორმაში, რათა ბურთისმაგვარი ფორმა მიიღონ. მთელი ეს ქიმიური მასა  იტვირთება კალიუმის კარბონატში, რომელიც ყვითრს გარს ეკვრის თხელი დამცავ აფსკი, რათა ყვითრი არ დაიღვაროს და ფორმა შეინარჩუნოს.

05

შემდეგ ყალიბში ყვითრს გარედან ეკვრება ცილა და იღებს კვერცხის ფორმას, რომელიც რამდენჯერმე, რამდეჯერმე ამოევლება პარაფინს ხსნარში, კალიუმის კარბონატში, თაბაშირის ფხვნილში და უკეთდება ნაჭუჭი.

06

გაშრობისთანავე კვერცხი მზადაა. გარეგნულად იგი ქათმის ახალდადებული კვერცხისგან არაფრით განსხვავდება.

 

 რა აზრი აქვს ხელოვნური კვერცხის დამზადებას?

თუ ვინმე დროს და ენერგია ხარჯავს ასეთ „ალქიმიკოსობაში“, მიზეზი სარგებელში უნდა ვეძიოთ. ხელოვნური კვერცხის დამზადება, როგორც ჩანს, დიდი ხანია გასცდა მოყვარულთა და ექპერიმენტატორთა სფეროს და საკმაოდ მომგებიან ბიზნესად იქცა.

07

ირკვევა, რომ ფალსიფიცირებული კვერცხის დამზადების თვითღირებულება ნამდვილი კვერცხის ღირებულების 25% არ აჭარბებს. იგი სავაჭრო ქსელში კვერცხის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით იაფად შედის და მშვენიერ მოგებას ტოვებს.

ალბათ, ფიქრობთ, ჩვენ რა გვენაღვლება, იდარდონ ჩინელებმა, ჩვენთან ხომ არ ვამზადებთ? ცდებით! ფალსიფიცირებული კვერცხი, როგორც ინტერნეტგამოცემა http://infomaniya.com წერს, უკვე დიდი ხანია იყიდება რუსეთში.

როგორ არის დაცული ამ მხრივ ქართული ბაზარი, არ ვიცით, იმედია საბაჟო და სურსათი უვნებლობის  სამსახურები ამაზე ზრუნავენ, მაგრამ სიფრთხილეს თავი მაინც არ სტკივა.

როგორ გავარჩიოთ ყალბი კვერცხი ნამდვილისგან?

მძიმე სამუშაო დღის შემდეგ შინისკენ მიმავალი ადამიანი, რომელმაც სუპერმარკეტში პროდუქტების საყიდლად შეიარა, საეჭვოს ვერაფერს შეამჩნევს, შეიძლება ფასმა მოხიბლოს კიდეც, მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით ყალბ და ნამდვილ კვერცხს და ერთმანეთს ყურადღებით შევადარებთ, განსხვავებას მაინც აღმოვაჩენთ.

ხელოვნური კვერცხის ნაჭუჭი უფრო  პრიალაა, მაგრამ ეს მაინც საკამათო არგუმენტია.

 

08

გატეხილი ხელოვნული კვეცხის შიგთავსი, ყვითრი და ცილა  გარკვეული დროის შემდგ თანდათან ერთმანეთში ერევა, რადგან ორივე ერთნაირი მასალითაა დამზადებული

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ მრგვალადმოხარშული კვერცხის გული გარედან ოდნავ მოლურჯო ფერს იღებს? „ქიმიური“ კვერცხის გული ფერს არ იცვლის. ასევე ქათმის ბუნებრივი კვერცხის მოხარშული გული, ხელს თუ მოვუჭერთ იფხვნება, ხელოვნურის გული ჟელეს მსგავსად იშლება, მისი ცილაც მოხარშვის დროს ოდნავ ყვითლდება და შეიძლება ნაწილებად დაიშალოს კიდეც, რაც ნატურალურ კვერცხს არ ემართება.

ერბო-კვერცხის მომზადების შემთხვევაში თქვენ ვერაფერს შეამჩნევთ და კერძს არც უჩვეულო გემო ექნება.

ყალბი პროდუქციის გაყიდვა აკრძალულია, მაგრამ ეს სულაც არ უშლით ხელს გამყალბებლებს, ფალსიფიცირებული პროდუქტის დამზადებით მოითბონ ხელი.

დღეს ბევრი ადამიანია ჩვენს გვერდით, ვინც ცდილობს თანხა დაზოგონ იაფი პროდუქტი შეიძინოს, ამიტომ იაფ პროდუქტზე, მათ შორის კვერცხზე, მოთხოვნა სული იქნება.

სამწუხარო ის არის, რომ ფალსიფიცირებული, უხარისხო პროდუქტი ხშირად შეუფერხებლად კვეთს საზღვარს და ჩვენს ბაზარზე თავისუფლად იყიდება.

რას იზამ, მეტი სიფრთხილეა საჭირო!

წყარო: infomaniya.com