ხილისა და ბოსტნეულის „უწყლოდ რეცხვა“

კომპანია Clean Works ხილ-ბოსტნეულის რეცხვის ახალი უწყლოდ რეცხვის _ გასუფთავების ტექნოლოგია შეიმუშავა. სტანდარტული პროცედურების დროს, როგორც წესი ხილი და ბოსტნეული კულტურები ქლორიანი წყლით ირეცხება, თუმც ტექნოლოგია პროდუქტის სრულყოფილად გასუფთავებას ვერ უზრუნველყოფს.

გამომგონებლების განმარტებით, Clean Works-ის ტექნოლოგია ეფექტიანად ზემოქმედებს სხვადასხვა დაავადებებსა და მავნე პათოგენებზე. ამის გარდა, ამ მეთოდით ხილის და ბოსტნეული კულტურების  გასუფთავების დროს სალმონელას, ნაწლავის ჩხირით და ლისტერიოზით მომხმარებელთა დაავადების რისკი მინიმუმამდე მცირდება.

Clean Verification -ის ტექნოლოგიის უპირატესობათა შორის აღსანიშნავია მისი ეფექტიანობა ისეთ კულტურების გასასუფთავებლად, რომლის წყლით რეცხვაც, მაგალითად მარწყვის, არ შეიძლება.

კომპანია Clean Works -ის გენერალური მენეჯერის ჯო საიმონსის განმარტებით, უწყლოდ გასუფთავების ტექნოლოგიის გამოყენების შემდეგ ხილის და ბოსტნეულის შენახვის ვადა 25%-ით იზრდება.

_ ხილ-ბოსტნეულის გასუფთავების ინოვაციური ტექნოლოგია ფერმერებმა და მეწარმეებმა გამოსცადეს ყურძენზე, ციტრუსსა და ვაშლზე, ამ ტექნოლოგიით ასევე შესაძლებელია ფოთლოვანი მწვანილის, სალათის და სხვა მსგავსი კულტურების დამუშავება. ჩვენი ტექნოლოგია გამოადგებათ იმპორტიორებს, შემფუთავი წარმოების სპეციალისტებს და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს. ჩვენი ტექნოლოგიის კიდევ ერთი, არცთუ უმნიშვნელო უპირატესობა, ხილსა და ბოსტნეულში ნარჩენი პესტიციდების 25-50%-ით შემცირებაა _ დასძენს ჯო საიმონსი.

Clean Verification ტექნოლოგია დიდ ინტერესს იწვევს ამერიკელ, ავსტრალიელ, ჩინელ, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიელ ფერმერებში. ამ ტექნოლოგიაზე უკვე არის მოთხოვნა ავოკადოს მწარმოებელთა მხრიდან.

​ევროპაში, პროდუქტებში ნარჩენი პესტიციდების მკაცრი კონტროლის გათვალისწინებით, ეს ტექნოლოგია შესაძლოა ძალზე მოთხოვნადი გახდეს. ორი წლის განმავლობაში კომპანია ხილ-ბოსტნეულის რეცხვის ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვას ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და ევროპაში აპირებს.

EastFruit