ხორვატიის სოფლის მეურნეობის განვითარებას მასობრივი იმპორტი აფერხებს

  ხორვატია უკვე ქვეყანაში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ტურისტებსაც ვეღარ უმასპინძლდება.

ღორისა და საქონლის ხორცი, ხორცის პროდუქტები, ბურღულეული, ნამცხვრები, ორცხობილები, ყველი, რძე, ხაჭო, ხილი… ძნელად იპოვნით პროდუქტს, რომელიც ხორვატიაში ახლო თუ შორეული მეზობლებისგან იმპორტირებული არ არის.

სამამულო პროდუქციის სიმცირე ადგილობრივი წარმოების დაბალი დონით არის განპირობებული. რაც იმის მიზეზია, რომ ფერმერები დამოკიდებულნი არიან სახელწიფო მხარდაჭერაზე. სხვა ფაქტორებთან ერთად, არ არსებობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, მიტოვებული სასოფლო-სამეურნეო მიწები დიდი ხანია ქვეყნის მოსახლეობისთვის ნაცნობი სურათია.

მართალია ხორვატიაში სოფლის მეურნეობის და სურსათის ექსპორტი გასული წლის პირველ ათი თვის განმავლობაში 12 პროცენტით გაიზარდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ხორვატიის სავაჭრო პალატის მონაცემებით, უარყოფითი საგარეო სავაჭრო ბალანსი იმპორტის სასარგებლოდ 903 მილიონ ევროს შეადგენდა. მხოლოდ ხორცის იმპორტმა შეადგინა 307.9 მილიონი ევრო, რაც თითქმის 40% -ით მეტია შარშანდელ მონაცემებთან შედარებით.

როგორც ხორვატიის სოფლი მეურნეობის მინისტრმა ტომისლავ ტოლუშიჩმა განაცხადა, ქვეყანაში ტურისტების რეკორდული რაოდენობა შემოდის და სტუმრების გამოკვება ძირითადად  იმპორტული პროდუქტებით გვიხდება, თუმცა ქვეყანას სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების საკუთარი წარმოების განვითარების საუკეთესო პირობები აქვს.

დღეს უკვე ხორვატიის აგროსექტორში ახალი პროექტები ხორციელდება, შენდება მეცხოველეობის ფერმები და გადამმუშავებელი საწარმოები, რომელიც, მეცხოველეობის სექტორის განვითარების ინიციატივით ევროკავშირის და სხვა ფონდებიდან ფინანსდება.

წყარო: www.total-croatia-news.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.