კლონირებულმა ძროხამ 19 წელიწადს 10 თვეს იცოცხლა

მსოფლიოში პირველი კლონირებული ძროხა იაპონიის პრეფექტურა ისკავაში ამ გასულ კვირას 19 წლის ასაკში სიბერით მოკვდა, იუწყება ადგილობრივი ხელისუფლება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძროხამ სახელად ნო ტო ზუსტად 19 წლის და 10 თვის იყო, როცა მოკვდა. პრეფექტურის ხელისუფლების განცხადებით ცხოველს არ აწუხებდა არანაირი დაავადება, ხოლო სიკვდილი დადგა ბუნებრივი, სიბერის მიზეზებით.  პრეფექტურის კვლევითი ცენტრის ცნობით, რომლის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო ცხოველი, ძროხას რამდენიმე კვირის წინათ დაეწყო სუნთქვის პრობლემა და მაისის დასაწყისიდან საერთოდ შეწყვიტა მოძრაობა. ვეტერინარების ძალისხმევამ, ცხოველისთვის გაეხანგრძლივებინათ სიცოცხლე, ფუჭად ჩაიარა.

ნოტო 1998 წლის ივლისში დაიბადა. იგი კლონირებული იყო კანადის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ, რომლებმაც გამოყენეს ზრდასრული ძროხის  ღეროვანი უჯრედები იმავე ტექნოლოგიის საფუძველზე, რა ტექნოლოგიითაც განხორციელდა 1996 წელს ცნობილი ცხვრის „დოლის“ კლონირება. ნოტო  კლონირებული ორი ძროხიდან ერთ-ერთი იყო. მასთან ერთად დაიბადა კიდევ ერთი კლონირებული ძროხა, რომელიც ცოცხალია და ამავე პრეფექტურაში სადაც ნოტო ბინადრობდა. ორივე ძროხამ სიცოცხლის განმავლობაში რამდენიმე ხბო მოიგო, რომლებიც ასევე კარგად ვითარდებიან და ჩვეულებრივად აგრძელებენ არსებობას.

დღეს ჩვეულებრივი ძროხების სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 20 წელიწადია. ასე რომ ნოტოს ეს მაჩვენებელი სრულად შეესაბამება თანამოძმეთა მაჩვენებელს.

წყარო: tass.ru/nauka

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.