კომპანია „ქართული ზეთისხილი“ კახეთში, ტარიბანას ველებზე ზეთისხილის ახალ პლანტაციებს აშენებს

თბილისი (GBC) _ კომპანია „ქართული ზეთისხილი“ კახეთში, ტარიბანაში, ზეთისხილის ახალ პლანტაციების გაშენებას იწყებს.

ზეთისხილის ახალი პლანტაციები, სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალის“ მხარდაჭერით,  1000 ჰექტარზე შენდება, რითაც „ქართული ზეთისხილის“ მფლობელობაში უკვე 1400 ჰექტარი ზეთისხილის ბაღები იქნება,  მათ შორის 400 ჰა სოფელ საქობოშია.

ქართული ზეთისხილის პროდუქციაზე  მოთხოვნა დიდია, რის დაკმაყოფილებაც არსებული რესურსითა და მცირე ნედლეულით კომპანია ვერ ახერხებს.

კომპანიამ შარშან 400 ჰექტარზე გაშენებული პლანტაციიდან, დაახლოებით 100 ტონა ზეთისხილის მოსავალი მიიღო. ადგილობრივი ზეთისხილის მაღალი ხარისხის და განსაკუთრებით დაბალი მჟავიანობის გამო, ქართულ პროდუქციაზე  მოთხოვნა  დიდია, მათ შორის საექსპორტო ბაზრებიდან.

ცივად გამოხდილი „ქართული ზეთისხილის“ ზეთის შეძენა   ჩინეთშიც სურთ. საექსპორტო ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. პროდუქცია მიეწოდება საქართველოში მოქმედ მსხვილი სავაჭრო ცენტრებს.  Carefour -მა კომპანიას შეფუთვაზე საკუთარი ბრენდის მონაცემების განთავსების სურვილითაც კი მიმართა, რითაც „ქართული ზეთისხილის“ ნაწარმისთვის Carefour -ის საერთაშორისო ქსელი  ხელმისაწვდომი გახდა.

წყარო: gbc.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.