კომპანია „სტალკერი“ ფერმერებს დღეიდან ლურჯი მოცვის და სხვა კულტურების სერტიფიცირებულ ნერგებს სთავაზობს
დღეს ვანრიკ აგრო ჯგუფის კომპანია „სტალკერის“ თანამედროვე ტეანოლოგიებით აღჭურვილი სანერგე მეურნეობა, რომელიც მაღალი ხარისხის კენკრის და სხვა კულტურების უვირუსო სანერგე მასალას აწვდის ფერმერებს სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პირველი მონაწილე გახდა.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტების მიერ ჩატარებული საველე ინსპექტირების და ლაბორატორიული ანალიზებით მიღებული დასკვნის შედეგად, კომპანია „სტალკერის“ სანერგე მეურნეობას, სარგავი მასალის ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიენიჭა.
კომპანია დღეიდან მაღალი ხარისხის ლურჯი მოცვის სხვადასხვა ჯიშების და სხვა კულტურების ხარისხიანი უვირუსო სერტიფიცირებულ ნერგებს მიაწვდის ფერმერებს, რაც კიდევ უფრო გარანტირებულს გახდის მათი მეურნეობის წარმატებას და რენტაბელობის ამაღლებაში.

მისასალმებელია, რომ მარცვლეულ კულტურების სათესლე მასალის სერტიფიცირების შემდეგ, ქვეყანაში სარგავი მასალების ჯიშობრივი ხარისხის სერტიფიკატების გაცემაც დაიწყო და მალე იგი სავალდებულო გახდება.