კრედო ბანკის აქცია აზიური ფაროსანას მიერ დაზარალებულებს

თუკი თხილის მოსავალი გაგიფუჭდათ და სესხის გადახდას ვერ ახერხებთ, ეს აქცია სწორედ თქვენთვის არის.

 საქართველო თხილის მწარმოებელთა ხუთეულში შედის, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ თხილის მოსავლით მიღებული სარგებელი საკმაოდ მნიშვნელოვან თანხებთან არის დაკავშირებული.

თხილის პლანტაციების უდიდესი ნაწილი სამეგრელოსა და გურიაში არის განაწილებული, შესაბამისად აზიური ფაროსანას შემოსევამ ყველაზე დიდი ზიანი სწორედ ამ ორ რეგიონს მიაყენა. არსებული მონაცემებით, მავნებლის გამო, წლევანდელი მოსავლის თითქმის 80% გასაყიდად გამოუსადეგარია.

სამეგრელოსა და გურიაში თხილის მოყვანა სარფიან საქმედ იქცა, რის გამოც რეგიონებში ბევრმა გლეხმა ფერმერობას მიჰყო ხელი – ბანკებიდან სესხები გამოიტანეს და თხილის დიდი პლანტაციები გააშენეს. ამ ოჯახების მთავარი შემოსავალი, სწორედ მოსავლის გაყიდვიდან მიღებული მოგებაა, შესაბამისად, აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალი ბევრ გლეხს ფინანსური კრიზისის და სესხის თანხის დაბრუნების პრობლემის წინაშე აყენებს.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კრედო ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის აქციის ფარგლებში, გლეხებს უპრეცედენტო საშეღავათო პირობებს სთავაზობს.

ყველა იმ ადამიანს, ვისაც თხილის მოსავლის მისაღებად საბანკო სესხი აქვს აღებული, შეუძლიათ მობრძანდნენ კრედო ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში, გაიუმჯობესონ პირობები და თანხის გადახდა დაიწყონ 2019 წლიდან. ხოლო თუ 2019 წელს 2 თვიან გადახდას განახორციელებენ, დარჩენილი ნაწილის გადახდა შესაძლებელი იქნება 2020 წლის აგვისტოდან.

შეთავაზება მოქმედებსროგორც კრედო ბანკის არსებული მომხმარებლებისთვისასევე ნებისმიერ სხვაფინანსური ორგანიზაციის მსესხებლებისათვის, რომლებსაც თხილის მეურნეობა აქვთ სამეგრელოში ან გურიაში.

აქციის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ კრედო ბანკის სესვისცენტრებს, შემდეგ მისამართებზე:

ზუგდიდი  – მ. კოსტავა ქ. # 36  ან   შ. რუსთაველის ქ. #120
წალენჯიხა – კ. გამსახურდიას ქ.  #5
ჩხოროწყუ – მშვიდობის ქ. #2
ჩოხატაური – ნ. დუმბაძის ქ. # 14
ოზურგეთი – შ. რუსთაველის ქ. #4
ლანჩხუთი – ჟორდანიას # 116

ან დარეკოთ ცხელ ხაზზე: 032 2 42 42 42

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.