ლიზა გრანიკი _ საქართველოს ღვინოები
ქართულ ღვინოზე ინგლისურენოვანი ახალი ნაშრომი გამოიცა.
ნაშრომის ავტორია ცნობილი ღვინის მაგისტრი, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ამერიკული კომპანია „Tastingwork”-ის ხელმძღვანელი, ლიზა გრანიკი.
330 გვერდიან ნაშრომში ლიზა გრანიკი საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის 8000-წლიან ისტორიაზე, კულტურასა და პოტენციალზე წერს.
როგორც წიგნის ანოტაციაშია აღნიშნული, ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველო ახალი ძალით აცოცხლებს მეღვინეობის ტრადიციებსა და ვაზის ადგილობრივ, უნიკალურ ჯიშებს.
ღვინის მაგისტრი წიგნზე რამდენიმე წელი მუშაობდა, მან მოიარა საქართველოს მეღვინეობის ყველა რეგიონი, შეხვდა ყველა კუთხის მეღვინეებს. ღვინის ინდუსტრიის ისტორიისა და თანამედროვეობის პარალელურად, ავტორი თავის ნაშრომში ასევე აღწერს ქართული სუფრის ტრადიციებსა და იმ ღირშესანიშნაობებს, რომლებიც მკითხველს ქართული ღვინის გაცნობასთან ერთად, ქვეყანაში მოგზაურობის ინტერესს უჩენს.
წიგნს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის მსოფლიოს მასშტაბით.
The wines of Georgia
By: Lisa Granik MW
Georgian wines, relatively unknown in the West, have been produced for 8,000 years and are among the world’s finest. This is the first definitive book on Georgian wine. The heart of the book resides in a detailed examination of Georgian grape varieties, key vineyard areas, and wine styles, including profiles of contemporary Georgian producers.
➡ წიგნის ელექტრონული ვერსია იხილეთ: https://bit.ly/2Kq0spf