,,ლომთაგორა” _ ქართული უხვმოსავლიანი სიმინდის თესლი

კომპანია „ლომთაგორა“ გთავაზობთ ქართველი მეცნიერ-სელექციონერების მიერ გამოყვანილ უხვმოსავლიან  სიმინდის ქართულ თესლს „ლომთაგორას“.

ქართული სიმინდი „ლომთაგორა“ (ყვითელი  და თეთრი მარცვალი) _ შეიცავს  პროვიტამინ „A“-ს, რომელიც  აუცილებელია მოზარდი ცხოველის და ფრინველის ზრდა-განვითარებისთვისკვერცხდებისთვის და ა.შ.

ის ასევე შეიცავს: ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ფრუქტოზას, გლუკოზას, სახამებელს, ნაცრის ელემენტს, უჯრედანას;

სიმინდით კვებისას  ცხოველის და ფრინველის ცილების მოცულობა იზრდება 9-10%-ით; სახალმებლის _ 65-72%, ცხიმების _ 4%-ით, მატულობს ნახშირწყლების დონე:

ლომთაგორა 1 (ფაო 627)
    • სამხაზოვანი ჰიბრიდი, სამარცვლე;
    • სიმაღლე _ 230-240 სმ.;
    • სიხშირე _ 60-65 ათასი ძირი ჰექტარზე (მოსავლის აღების დროს);
    • ვეგეტაცია _ საშუალო-საგვიანო _ 124-126 დღე;
    • მაღალპროდუქტიული _ ოპტიმალურ აგროტექნიკურ პირობებში იძლევა 8-10 ტონა მარცვალს ჰა-ზე;
    • რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავი ზონებისა და დასავლეთ საქართველოს რაიონებისთვის ზღვის დონიდან 700-750 მეტრამდე.


     

    ლომთაგორა 2 (ფაო 757)

    • ჯიშხაზოვანი ჰიბრიდი, სამარცვლე-სასილოსე;
    • მარცვალი _ სასურსათე, მოწითალო-ყვითელი შეფერილობის;
    • სიმაღლე _ 265-280 სმ.;
    • სიხშირე 45-50 ათასი ძირი/ჰა, (აღების დროს);
    • სავეგეტაცო პერიოდი _ 124-126 დღე;
    • მაღალ პროდუქტიული, ოპტიმალურ აგროტექნიკურ პირობებში ჰექტარზე იძლევა 6-7 ტონა მარცვალს, ან 60-70 ტონა _ სასილოსე მასას;
    • კარგად არის შეგუებული სუბტროპიკულ და ტენიან პირობებს, გამძლეა სოკოვანი დაავადებების _ ჰელმინთოსპორიუმ ტურსიკუმის, ფუზარიოზის და ბუშტოვანი გუდაფშუტის მიმართ.

    ლომთაგორა 3 (ფაო 727)

    • ჯიშხაზოვანი ჰიბრიდი, სამარცვლე;
    • სიმაღლე _ 265-272 სმ.;
    • სიხშირე _ 55-60 ათასი ძირი/ჰა;
    • ვეგეტაცია _ 130-132 დღე;
    • მაღალ პროდუქტიული _ ოპტიმალურ აგროტექნიკურ პირობებში იძლევა 5-7 ტონა მარცვალს ჰა.;
    • გამძლეა დაავადებებისა და მავნებლების (ფუზარიოზი, ფარვანა) მიმართ;
    • რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავი ზონებისთვის.

    ლომთაგორა 4 (თეთრი, სასურსათე)

    • ჯიშხაზოვანი ჰიბრიდი, თეთრი;
    • სასურსათე, შესაძლებელია სასილოსედ და საფურაჟედ გამოყენებაც;
    • მცენარის სიმაღლე 368 სმ.;
    • მოსავლიანობა: 8-12 ტ/ჰა მარცვალი;
    • მარცვლის მოსავლიანობით 35-45%-ით აჭარბებს „აჯამეთის თეთრს”;
    • სიხშირე 50-55 ათასი ძირი ჰექტარზე მოსავლის აღების პერიოდში;
    • ვარგისია მექნიზებული წესით მოვლა-მოყვანისა და აღებისთვის;
    • სავეგეტაციო პერიოდი _ 130-135 დღე;
    • ღერო და ფესვთა სისტემა გამძლეა ჩაწოლისადმი;
    • მცენარე არ ავადდება ფუზარიოზით;
    • რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს დაბლობი ზონის და აღმოსავლეთ საქართველოს იმ სარწყავი რეგიონებისთვის სადაც ჰაერის ტემპერატურათა ჯამი არის 3900-4500.


    ლომთაგორა 5 (სამხაზოვანი ჰიბრიდი, თეთრი)

    • შესაძლებელია სასურსათედ გამოყენება;
    • მცენარის სიმაღლე 303 სმ.;
    • მარცვლის მოსავლიანობით 36-38% აჭარბებს „აჯამეთის თეთრს”;
    • სიხშირე 45-50 ათასი ძირი ჰექტარზე;
    • ვარგისია მექნიზებული წესით მოვლამოყვანისა და აღებისთვის;
    • სავეგეტაციო პერიოდი _ 137 დღე;
    • ღერო და ფესვთა სისტემა გამძლეა ჩაწოლისადმი;
    • მცენარე არ ავადდება ჰელმითოსპორიუმ ტურსიკუმით;
    • ტარო და მარცვალი არ ავადდება ფუზარიუმით.
    • რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს დაბლობი ზონის და აღმოსავლეთ საქართველოს იმ სარწყავი რეგიონებისთვის სადაც ჰაერის ტემპერატურათა ჯამი არის 3900-4500.

სათესლე მასალა დამუშავებული და დაფასოებულია ქარხნული წესით, საბრენდო ტომრებში, შესაბამისი ეტიკეტით.

ჯიშის დეტალური დახასიათება ასევე იხილეთ https://lomtagora.com/ka/produqcia/simindi

ფასები იხილეთ ბმულზე  https://lomtagora.com/ka/fasebi/simindis-fasebi

დაგვიკავშირდით: (+995 596 585 585)