ლურჯი მოცვის სიმკვრივის და სიმწიფის ხარისხის შესამოწმებელი ახალი ხელსაწყო
იტალიურმა ფირმა TR Turoni რომელიც ხილ-ბოსტნეულის დარგისთვის სპეციალურ ინსტრუმენტებს ქმნის კენკრის შესამოწმებელი ახალი ხელსაწყო „FruitFirm“ დაამზადა, რომელიც კენკროვნების, ალუბლის, კივის, პამიდვრის რბილობის სიმწიფის ხარისხის შეფასება შეუძლია.
კომპანიის მფლობელის განმარტებით ბოლო წლების განმავლობაში მათ რამდენიმე გამზომი ხელსაწყო შექმნეს, რომელსაც შეუძლია პროდუქციის დაუზიანებლად განსაზღვროს ხილის თუ ბოსტნეულის, ხარისხი, მაგრამ ახალი ხელსაწყო, უნიკალურია, იმით, რომ მას სხვა კურკოვან ხილთან ერთად, კენკრის ნაყოფის სიმწიფის ხარისხის განსაზღვრაც შეუძლია.
„FruitFirm“-ი ავტომატური ინდივიდუალური გამზომი საიმედო და მარტივად გამოსაყენებელი ხელსაწყოა, რომელიც ფერმერებს კარგ სამსახურს გაუწევს და ხარისხიანი მოსავლის მიღებაში დაეხმარება.
მოწყობილობა მცირე ზომისაა, რომლის ჩადება ჯიბეშიც შეიძლება, მუშაობს ავტომატურად, რომლის პატარა კონუსური გლუვთავიანი ღეროს ნაყოფის გარსზე შეხებით, ისე რომ არ აზიანებს მას, ზუსტად განსაზღვრავს რბილობის მდგომარეობას, ნაყოფის სიმკვრივეს და სიმწიფის ხარისხს. იგი მოსახერხებელია მცირენაყოფიანი კენკროვნების შესამოწმებლად, რისი გაკეთებაც ჩვეულებრივი პენეტრომეტრებით ძალზე მოუხერხებელია.