მაღალმთიან აჭარაში ნივრის დარგვა დაიწყო

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის 2018 წლის ქვეპროგრამის ,,მაღალეფექტური ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურის (ნიორის) წარმოების განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში, მაღალმთიან აჭარაში ნივრის დარგავა დაიწყო.

ქვეპროგრამის მიზანია ნიორის მაღალპროდუქტიული სარგავი მასალის ფერმერებზე და აგრომეწარმეებზე მიწოდების გზით რეგიონში წარმოებული ნიორის პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდა. რაც შესაძლებლობას მოგვცემს რეგიონის მაშტაბით ნიორის დაბალპროდუქტიულ სარგავი მასალა ჩანაცვლებული იქნას თანამედროვე სამრეწველო დანიშნულების ნიორის სარგავი მასალით.

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე პირველ მოადგილესთან და აგროპროექტების მართვის ცენტრის დირექტორთან ერთად, ნიორის დარგვის პროცეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოში ფერმერ გიორგი ცეცხლაძის საკარმიდამო ნაკვეთში დაესწრო, სადაც 800 მ² მიწის ფართობზე 120 კგ. ნიორი დარგო.

ფერმერი მომავალ წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე 1 ტონამდე ნივრის მოსავალს აიღებს.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტებში ფერმერებს და აგრომეწარმეებს  30%-იანი თანადაფინანსებით 48000 კგ. ნიორის მაღალპროდუქტიული სათესლე მასალა, სასუქები და ჰერბიციდები მიეწოდათ.

ნიორი 32 ჰექტარზე  დაირგვება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.