მაღალმთიან რეგიონებში შექმნილი კოოპერატივებისთვის 6 მილიონი ლარი გამოიყო

 სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი ინიციატივით, იმ შემთხვევაში თუ მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობა კოოპერატივებს შექმნის, მათ სახელმწიფო რამდენიმე სახის დახმარებას გაუწევს.

მათ შორის: ეს იქნება ტექნიკის გადაცემა, სათიბ-საძოვრების გადაცემა, რათა ხელი შეეწყოს მეცხოველეობის განვითრებას.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. “მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნისთვის რამდენად მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონები. იმისთვის, რომ არ მოხდეს მოსახლეობისგან დაცლა და ხელი შევუწყოთ მთაში მცხოვრებლების სოციალური პირობების გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, მნიშვნელოვანი პროგრამით, რომელიც ითვალისწინებს მთიან რეგიონებში კოოპერატივების შექმნის შემთხვევაში, მთელ რიგ დახმარებებს სახელმწიფოს მხრიდან,”,-აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ   პროგრამა ორ წელიწადს მოიცავს, რომელსაც სახელმწიფო  6 მილიონი ლარით დააფინანსებს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე პროგრამა დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანა ფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში რძის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება. აღნიშნული საწარმო პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.