მამუკა ხაზარაძე: ანაკლიაში, შესაძლოა, საერთაშორისო დონის იპოდრომი გავაკეთო

“შეიძლება ანაკლიაში საერთაშორისო დონის იპოდრომი  გავაკეთო. აფხაზებისთვის და მეგრელებისთვის ეს არის კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება.აფხაზეთსა და სამეგრელოში ვერ ნახავთ ვერცერთ სოფელს, ცხენი რომ არ ჰყავდეს და არ აჯიბრებდნენ ერთმანეთს. ასე იყო ისტორიულად. მინდა, რომ ეს გავხადო მთელს კავკასიაში ცენტრი, სადაც  ხალხს ჩამოვიყვან ჩრდილოეთ კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან, ყაზახებს, ყაბარდოელებს და ანაკლიის პრიზი იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი პრიზი”, – ამის შესახებ “თი ბი სი” ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი კომუნიკაციის ენა,პირველ რიგში აფხაზებთა, ურთიერთობას  განავითარებს.

“აიპრესის” კითხვაზე, პორტი სამეგრელოსა და აფხაზეთს ადმინისტრაციული საზღვართან ახლოს შენდენა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულია, გათვლილი გაქვთ თუარა რისკები და ის სააფრთეები რა შესაძლოა ოკუპანტის მრიდან მოხდეს? მამუკა ხაზზარაძემ განაცხადა. “ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას პოლიტილური რისკებისგან დავაზღვევთ” 

დასაქმდებიან თუარა ქალაქ ანაკლიასა და სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებლობაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე – აფხაზეთში მაცხოვრებლები?

აფხაზეთში მაცხოვრებლებს დავსაქმებთ და ასევე შევთავაზებთ პატარ-პატარა ბიზნესებს, რომლის შემსყიდველები ჩვენ ვიქნებით.
ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი სწორი გზაა, სამწუხაროდ ჩვენ მათთან სალაპარაკო არ გვაქვს. 25 წელია აფხაზსს ვერ ველაპარაკებით, იმიტომ რომ საერთო გასაკეთებლი საქმე არ გვაქვს. მარტო ლოზუნგით “არ დაგვავიწყდეს აფხაზეთი”  ვერაფერ ვიზამთ, თუ მე და შენ კონკრეტულად  ერთად არ გავაკეთებ, მენტალობა უნდა შევცვალოთ, ხელი ჩამოვართვათ და ვფიქრობ, ეს იქნება საკმაოდ სერიოული პლატფორმა ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაში.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ოფიციალურად 2017 წლის 24 დეკემბერს დაიწყება

შეგახსენებთ, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს “თიბისი ჰოლდინგისა” და ამერიკული კომპანია “კონტი ინტერნეშენალის” მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანია ააშენებს.

ცნობისთვის, სააქციო საზოგადოება “ანაკლია სითი”-ს აღამასრულებელი დირექტორი ქეთევან ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ “ანაკლია სითი” იქნება ქალაქი, სადაც ბევრი თბილისიდან გადავა საცხოვრებლად 

ირმა მესხია

წყარო: ipress.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.