მამუკა ხაზარაძე დიზელის საწვავის შემოტანის აკრძალვას ითხოვს

თიბისი ჯგუფის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე დიზელის საწვავის შემოტანის აკრძალვას ითხოვს. ეს საკითხი მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან შეხვედრაზე დააყენა.

– ეს საკითხი ეხება ჩვენს ეკოლოგიას და იმ მდგომარეობას, რომელშიც ქვეყნის დიდი ქალაქებია. მოვითხოვე, რომ აიკრძალოს ქვეყანაში არაკონდიცირებული საწვავის შემოტანა, ეს ეხება დიზელის საწვავს, რომელიც პრაქტიკულად ჰაერის დაბინძურების ყველაზე დიდი გამომწვევია. თბილისში 67% დაბინძურებისა მოდის საწვავზე. საკმაოდ სწორად იქნა აღქმული ეს წინადადება. დაგვპირდნენ, რომ ეს საკითხი გადაიჭრება.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს ხანში ჩვენ ვიხილავთ ძალიან საინტერესო და მკაცრ ნაბიჯებს ეკოლოგიის გაუმჯობესების მიმართულებით,- განაცხადა ხაზარაძემ.

წყარო: akhalitaoba.ge

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.