მბრუნავი ბაღი Ogarden-ი, სადაც თვეში 100 სახეობის ბოსტნეულის და მწვანილის მოყვანა შეიძლება

კანადაში გამოიგონეს მბრუნავი ბაღი Ogarden რომელიც სახლის პირობებში საშუალებას იძლევა 30-მდე სახეობის მცენარე, რომელიც 98%-ით უფრო სუფთა და დაცულია პესტიციდებით და სხვა მავნებელი ორგანიზმებით დაბინძურებისგან, ვიდრე ნებისმიერ ფერმაში მოწეული პროდუქტი. ამასთან მოწყობილობის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ ერთი პროდუქტის თვითღირებულება არ გადააჭარბებს 30 ცენტს. პროექტზე Inhabitat წერს, რომ კვებეკელმა გამომგონებლებმა წარმოადგინეს მინიატურული სფეროს ფორმის მინიატურული ბაღი, რომელშიც შეუჩერებლად ბრუნავს და აჩქარებს მცენარის ზრდის ტემპს.

Ogarden შემქმნელები ირწმუნებიან რომ სისტემას შეუძლია მინიმალური მოვლის პირობებში თვეში 100 სახეობის ბოსტნეულის და მწვანილის მოცემა. ამასთან ბაღი მოსავალს იძლევა მთელი წლის განმავლობაში.

Ogarden ბორბლის ფორმისაა, გაწყობილია თაროებით, სადაც მცენარეები ირგვება. დასაწყისში მფლობელმა თესლი ორგანულ ნიადაგში უნდა დათესოს და განლაგდეს ნეონის ნათურების ქვეშ. როგორც კი მცენარე ამოიწვერება, ის უნდა გადაირგას მბრუნავი ბაღის სპეციალურ სპეციალურ მილში. ბორბლის ბრუნვის შედეგად მცენარეებზე თანაბრად ნაწილდება ნათურის სინათლე, რომელიც ირთვება და ქრება ყოველი მცენარის ზრდის ციკლის მიხედვით. ამის წყალობით ახალი ამონაყარი და საერთოდ მცენარე თანაბრად იღებს მისთვის საჭირო სინათლესა და ენერგიას. მცენარეს კვირაში ერთ-ორჯერ სჭირდება მორწყვა. ბაღში შეიძლება მოვაშენოთ: ხახვი, კომბოსტო, ბროკოლი, რეჰანი და სხვა ბოსტნეულ თუ მწვანილი.

Ogarden-ის მწარმოებლები მოწყობილობის მფლობელებს ჰპირდებიან ეკონომიას. საშუალოდ თუ ტრადიციულად მოწეული ერთი შეკვრა მწვანილი 3$ ღირს, მბრუნავი ბაღის გამოყენების შემთხვევაში ანალოგიური შეკვრა მწვანილის ღირებულება 30 ცენტამდე მცირდება.

მოწყობილობა 1400$ ღირს. გამომგონებლები ირწმუნებიან, რომ მბრუნავი ბაღი იმუშავებს რამდენიმე ათეული წელიწადში.  მბრუნავ ფერმას  წელიწადში 55000 კონა _ 100 000 $ ღირებულების სალათის ფურცლის წარმოება შეუძლია.

გამომგონებლებმა სისტემა უკვე 114 ქვეყანაში დააპატენტეს. კომპანია ასევე მუშაობს სახლში ბოლქვოვან-ძირხვენიანი კულტურების და სოკოს მოსაყვანი სისტემის შექმნაზე.

იულია კრასილნიკოვა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.