მეფრინველეობის ფერმა „ქართული ფრინველი“

გარდაბანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა „ქართული ფრინველი“ ამოქმედდა. საწარმო სახელმწიფოს „ერთიანი აგროპროექტის“ დახმარებით აშენდა, რისთვისაც 1,100,000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ბენეფიციარმა 750,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო, ხოლო დანარჩენი თანხა თვითონ მოიზიდა.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ოთარ შამუგიამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მეფრინველეობის ფერმა მოინახულა და საწარმოო პროცესს გაეცნო.

ერმა დღეში საშუალოდ 15,000 საინკუბაციო კვერცხმდებლის კვერცხს აწარმოებს, პროდუქციის გაყიდვა ადგილობრივ ბაზარზე იგეგმება. საწარმოში მუდმივად 12 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული.

სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც ქვემო ქართლის რეგიონში 25 ახალი საწარმო გაიხსნა. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.