მერძევეობის კოოპერატივი „ხიზა“
ახალციხის მუნიციპალიტეტში ყველის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ხიზა“, რომლის მუშაობასაც კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ადგილზე გაეცნო, 64 მეპაიეს აერთიანებს.
კოოპერატივს ამჟამად 500-ზე მეტი ფური ჰყავსს შეადგენს. იგი ჩართულია „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამაში, რომლის მეშვეობითაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრებს საშუალება აქვთ, საკუთარ საწარმოში აწარმოონ რძის პროდუქტები და შემოსავალი რძის მზა პროდუქტების რეალიზაციით მიიღონ.
რძის მიმღებ-გადამმუშავებლისა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიის გარდა, საწარმოს სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომლის ფართობიც 300 კვადრატული მეტრია.
„ხიზამ“ სახელმწიფო პროგრამით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ასამაღლებლად ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობაც მიიღო.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ხიზას“ საწარმო „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად მოქმედებს. საწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 3 ტონას შეადგენს, უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების წარმოებას.
საწარმოში დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი (HACCP). სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ხიზას“ წარმოებული სულგუნი, იმერული ყველი და შებოლილი სულგუნის ჩხირები, რომლის ბრენდინგი USAID/REAP-ის პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა, იყიდება თბილისის სუპერმარკეტებში.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ხიზას“ „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ასპინძის მუნიციპალიტეტში 1142 ჰა. სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარით გადაეცა.
კოოპერატივს საქონლის საკვებწარმოებისათვის 90%-იანი თანადაფინანსებით გადაეცემა ტრაქტორი, გუთანი, როტაციული და სეგმენტური სათიბელა, ფოცხი, თივის ამკრებ-დამწნეხი აგრეგატი და მშრალი ტვირთის გადასაზიდი მისაბმელი.