მინდვრების გადაწვის მავნე პრაქტიკა
მინდვრების გადაწვის ერთ-ერთი მიზეზია დაზოსნ ხარჯები და ზედმეტი შრომა არ მოუწიოს ფერმერს.
მაღალი ნაწვერალი რომ არ დარჩეს, ამიტომ ყანის აღების დროს კომბაინის ხედერი მაქსიმალურად დაბლა უნდა დაწიოს, რომ მეტი მცენარეული მასა მოხვდეს მასში და დანაკარგი იყოს მინიმალური, მეორე გამოსავალია – ყანის აღებიდან მალევე მოხდეს ამ ტერიტორიის მოხვნა, სასურველია აგვისტოში ან სექტემბრის პირველ ნახევარში, რათა სარეველები არ მომძლავრდეს ამ ტერიტორიაზე.
უცხოეთში ძირითადად ასეთი პრაქტიკაა გავრცელებული და იქ ნაწვერალს ცეცხლს არავი უკიდებს.
დღეისათვის ხანძარი როგორც საძოვრებისთვის ისე დაცული ტერიტორიებისთვის მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს და ხშირად დიდ ზიანს აყენებს მას. მრავალწლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ხანძრის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია ამ ტერიტორიების შემოგარენში არსებულ სახნავ მიწებზე კერძო პირების მიერ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის არასწორი პრაქტიკა. ისინი მოსავლის აღების შემდეგ, ფართობის სახნავად მომზადების მიზნით, ნაკვეთებს ცეცხლს უკიდებენ და წვავენ, ვინაიდან ფერმერები ნაკვეთის პერიმეტრზე არ უკეთებენ ორმაგი ხნულის დამცავ ზოლს, ამიტომ ცეცხლი უკუნტროლოდ ვრცელდება მიმდებარე ტერიტორიებზე და ხშირად დაცული ტერიტორიების ფარგლებშიც იჭრება.
ხანძრის კიდევ ერთი წყაროა კერძო ფერმერების მავნე ჩვევა გადაწვან საძოვრები, რათა ხელი შეუწყონ ახალი ბალახის ამოსვლას. ეს ხდება როგორც დაცული ტერიტორიის შიგნით, ასევე გარეთ მდებარე ბუნებრივ საძოვრებზეც. ასეთი ხანძრების გავრცელების არეალი მოიცავს რამდენიმე ჰექტარიდან ასეულობით ჰექტარს (ყოფილა შემთხვევები, როცა გადამწვარა რამდენიმე ათასი ჰექტარი საძოვარი და იქ განლაგებული მეცხოველეობის ფერმები).
ხანძრის მიზეზი იშვიათად ხდება ვიზიტორების დაუდევრობაც (გადაგდებული სიგარეტი, ჩაუმქრალი კოცონი და სხვა). უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ამ მიმართულებითაც საზოგადოებაში და კერძოდ ფერმერებში არ არის სათანადო ცოდნა და უნარ-ჩვევები ამ პრაქტიკის მავნეობაზე.