მინუს მილიარდი დოლარი _ ვაშლის მსოფლიო იმპორტი სწრაფ დაცემას განაგრძობს

ანალიტიკოსების ინფორმაციით ვაშლის მსოფლიო ბაზრის დაცემა, რის შესახებაც ბოლო წლებში ფაო-ს ექსპერტებიც ამახვილებდნენ ყურადღებას, 2018-19 წლის სეზონზეც გაგრძელდება. რეალურად კი, ბოლო სამი სეზონის მიხედვით, ვაშლის იმპორტი მიმდინარე სეზონის პირველ კვარტალში ყველაზე მეტად შემცირდა.

მსოფლიოში ვაშლის მწარმოებელი ყველაზე დიდი ქვეყნების 2018-19 წლის სეზონის პირველი კვარტალის მონაცემებს  თუ გავაანალიზებთ, ვაშლით ვაჭრობის მოცულობის კლების ტენდენცია კვლავ გრძელდება.

ათი უმსხვილესი ვაშლის მწარმოებელთა მონაცემებით ვაშლით ვაჭრობის მოცულობა გასული სეზონის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით არის შემცირებული.

მაგალითად: ინდოეთმა მიმდინარე სეზონის პირველ კვარტალში ვაშლის იმპორტი 75%-ით გაზარდა. ამავე დროს რუსეთმა ვაშლის იმპორტი 9%-ით, გერმანიამ 33%-ით, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა საერთოდ 67%-ით შეამცირა.

ჰონკონგი, რომელიც ათ უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანას შორის მეორე აზიური ქვეყანაა, საანგარიშო პერიოდში გაზარდა ვაშლის იმპორტი 9%-ით გაზარდა.

იმპორტის შემცირების მიზეზებზე ფაო-ს წარმომადგენლები არცთუ იშვიათად მიუთითებდნენ, და მიზეზებსაც ასახელებდნენ, მაგალითად:

_ ვაშლის წარმოების და შესანახი ტექნოლოგიების განვითარება და ბაზრისთვის მთელი წლის განმავლობაში საღი ვაშლის შეუფერხებლად მიწოდება;

_ ეგზოტიკურ ხილის ასორტიმენტის მრავალფეროვნება და მაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობების გაზრდა;

_ გლობალიზაციის ტემპების შემცირება (სავაჭრო ომები და  შეიარაღებული კონფლიქტები);

_ ენერგომატარებლებზე მსოფლიო ფასების შემცირება, რაც ამცირებს ვაშლზე იმ ქვეყნების მოთხოვნილებას, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ენერგოექსპორტიორ ქვეყნებზე;  

_ განვითარებად ქვეყნებში იმ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც ვაშლის წარმოების ზრდას უზრუნველყოფს. აქამდე ეს ქვეყნები თვითონ იყვნენ ვაშლის იმპორტიორები, დღეს კი ექსპორტიორებად იქცნენ.

ექსპერტები რეგიონში სამაგალითოდ ასახელებენ საქართველოს, რომელიც დაიწყო და რუსეთში და სხვა ქვეყნებში ზრდის ექსპორტს;

_ სარეკლამო ბიუჯეტით კონკურენციის შეუძლებლობა. რეკლამაში ფულის ხარჯვის გაზრდა, რადგან კარგი რეკლამა მომხმარებლის მოზიდვის ძალზე ეფექტიანი საშუალებაა;

_  განვითარებად ქვეყნებში ვაშლის მოხმარება არ იზრდება _ ნათელი მაგალითია იმპორტის შემცირება ევროკავშირში, უბრალოდ ის მოდიდან გადის;

_ ვაშლი სხვა ხილთან, მაგალითად ბანანთან შედარებით ნაკლებად მოთხოვნადი ხდება.

რასაკვირველია, ყოველივე ეს არ ნიშნავს, რომ ვაშლის წარმოება აღარ არის პერსპექტიული ბიზნესი, რადგან როგორც ექსპერტები აღნიშნავენ მსოფლიო ბაზარი გაჯერებულია უხარისხო და არა ხარისხიანი ვაშლით. ხარისხიანი ვაშლზე მოთხოვნაა არ მცირდება და ფასიც მაღალი და სტაბილურია. ამას გარდა, მსოფლიოში არც ისე ბევრია ქვეყნები, სადაც პრემიუმ ხარისხის ვაშლის წარმოება შეიძლება.

ფაო-ს ექსპერტების აზრით, მსოფლიო ვაშლის ბიზნესი კონსოლიდირდება იმ მწარმოებლების და ქვეყნების, ირგვლივ, რომლებიც შეძლებენ უზრუნველყონ პრემიუმ ვაშლის მომხმარებლისთვის სისტემური მიწოდებას, სწრაფად და მოქნილად მოახდენენ რეაგირებას მოხმარებლის მოთხოვნაზე და მუდმივად შესთავაზებენ მას ინოვაციას, რომელიც მუდმივად გაზრდის წარმოების ეფექტიანობას და პროდუქტის ხარისხს.

რომ გავიგოთ, როგორ შეიძლება წარმატებულად შევძლოთ ხილის, ბოსტნეულს, თაფლის, საკონდიტრო ნაწარმის და სხვა პროდუქტების ექსპორტირება ახალო აღმოსავლეთის ქვეყნებში გთავაზობთ დაესწროთ ფაო-ს და უკრაინის ხილის და ბაღჩეულის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ გაკვეთილებს (ტრეინინგებს), რომელიც გაიმართება კიევში 2019 წლის 21 იანვარს. დაწვრილებით სწავლების და მასში მონაწილეობის სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად იხილავთ ბმულზე.

ეს სწავლება წინ უსწრებს სავაჭრო ფორუმს: Fruit Trade Ukraine – Middle East, რომელიც ფაო-ს ორგანიზებით გაიმართება 2019 წლის 28 მარტს დუბაიში.