მიწა დარჩება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეებს და მათი გაერთიანებების საკუთრებაში

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მკაფიო და მკაცრი კონსტიტუციური ჩანაწერით დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების სტრატეგიული ინტერესი და მიწა დარჩეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეებს და მათი გაერთიანებების საკუთრებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის მიწის არსებული და პოტენციური საბაზრო ღირებულების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ეკონომიკურ ზრდაში მიწის გასხვისების წვლილის და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ახალი ჩანაწერი გახდება იმის გარანტია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსი არ გასხვისდეს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე და დაცული იქნება ეროვნული სტრატეგიული მიზნები“

 ირაკლი კობახიძე,

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.