მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი სავარაუდოდ ოთხწლიანი იქნება

„რეგიონებში ხალხთან შეხვედრების, საუბრის და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს უნდა დავავალოთ მოიძიოს დამატებით რესურსი, რომ დავიწყოთ მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი, რომელიც ჩვენ უკვე განვიხილეთ. არ არის კატასტროფულად დიდი თანხები, თუმცა ერთმნიშვნელოვნად მოეხმარება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, თავი რომ დავანებოთ მოქალაქეების ინტერესებს.

იქედან გამომდინარე, რომ შესაძლებელი გახდება მეტი მიწა ჩაერთოს ეკონომიკურ აქტიოვობაში. ბატონო ვანო, მიიღეთ ეს დავალებად, რომ როგორმე 4-წლიანი პროგრამის დაფინანსება დავიწყოთ“, _ მიმართა მთავრობის დღვანდელ რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და  ფინანსთა მინისტრს ვანო მაჭავარიანს დაავალა თანხების მოძიება და ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.