უკრანაში მმართველი პარტიის მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვაზე მორატორიუმის გაუქმების გამო კიევში დემონსტრანტებს და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

კიევში, დღეს, რადას შენობასთან მმართველი პარტიის მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვაზე მორატორიუმის გაუქმების გამო, რაც უცხოეთის მოქალაქეებს მიწების შეძენის უფლებას აძლევს, საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია.

სახალხო უკმაყოფილების შემდეგ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენას უცხოელები მხოლოდ ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ შეძლებენ.

პოლიციასა და სპეცდანიშნულების რაზმთან დემონსტრანტების შეტაკების დროს რამდენიმე პოლიციელი და დემონსტრანტი დაშავდა.  სპეცდანიშნულების ნაწილებმა რამდენიმე აგრესიული დემონსტრანტები დააკავეს.

სპეცსაშუალებების, მათ შორის ცრემლსადენი აირის გამოყენებით, სამართალდამცავებმა რადასთან  ვითარება განმუხტეს და სიტუაციას სრულად აკონტროლებენ.