MOLI კახეთში_ დასკვნითი ღონისძიება

2018 წლის 22 ნოემბერს, ექსპო ჯორჯიაში MOLI კახეთში (MOLI – საბაზრო შესაძლებლობები საარსებო პირობების გასაუმჯობესებლად) დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

პროექტი “MOLI კახეთში” HEKS/EPER სამხრეთ კავკასიაში წარმომადგენლობის მიერ, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით 2012-2018 წლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავდა მეცხოველეობის დარგში საბაზრო სისტემების განვითარების ხელშეწყობას, მცირე ფერმერთა საარსებო პირობების გაუმჯობესებასა და მათი შემოსავლების გაზრდას.

პროექტის განხორციელების შედეგად განვითარდა და საშუალოდ 70-ჯერ გაიზარდა ცხოველის კომბინირებული საკვების წარმოება-რეალიზაცია;

რძის გადამამუშავებელი საწარმოების ტექნიკური გადაიარაღებისა და მიღებული ცოდნის შედეგად გაიზარდა რძის გადამმუშავებელი პუნქტების რაოდენობა;

გაიხსნა 120 სავაჭრო ობიექტები და 6 სავაჭრო ქსელი;

300-დან 1300-მდე გაიზარდა რძის გადამმუშავებელ საწარმოებში რძის ჩამბარებელ ფერმერთა რიცხვი;

სასაკლაოები, სპეციალური მანქანა-მაცივრების საშუალებით უკვე დედაქალაქის 3 სავაჭრო ქსელს ამარაგებენ ახალი და ხარისხიანი ხორცით;

კახეთში არსებული 35 ვეტ-აფთიაქი აღიჭურვა საჭირო დანადგარებით, აპარატურითა და ტექნიკით, რამაც შესაძლებელი გახადა ისეთი მომსახურების მიწოდება, როგორიცაა ულტრაბგერითი გამოკვლევები და ხელოვნური განაყოფიერება;

კვალიფიკაცია აიმაღლეს და თანამედროვე ტექნოლოგიებს დაეუფლნენ ვეტერინარები, რომლებიც კვალიფიციურ კონსულტაციებს უწევენ ადგილობრივ ფერმერებს;

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ასოციაციის „საქ-რძე” “ევროპის მერძევეთა ასოციაციაში” გასაწევრიანებლად, რაც დარგის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მომავალში;

აგროჟურნალისტების გასაძლიერებლად ჩამოყალიბდა აგროჟურნალისტთა ასოციაცია.

დასკვნით ღონისძიებაზე, პროექტის წარმომადგენლებმა და პარტნიორებმა, ღონისძიების სტუმრებს გაუზიარეს ინფორმაცია თავიანთ გამოცდილებაზე, აგრეთვე ზემოთ აღნიშნულ და იმ სხვა შედეგებზე, რომლებიც საქართველოს სხვა რეგიონებშიც გავრცელდა მეცხოველეობის დარგის განვითარების მიზნით.

ღონისძიებას დაესწრნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ოლივიე ბურკი; ევროპის მერძევეობის ასოციაციის (EDA) გენერალური მენეჯერი ალექსანდერ ანტონი.