მომავალის ტექნოლოგიები _ რობოტებმა ვაშლის კომერციულ ბაღში პირველი მოსავალი აიღეს
ახალზელანდიიდიური სასოფლო-სამეურნე გიგანტიT&G Global პირველი კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც ვაშლის ბაღებში რობოტი კომბაინი გამოიყენა.
T&G Global ერთ-ერთი უმსხვილესი და უძველესი კომპანიაა, რომელსაც ხილი და ბოსტნეული მოჰყავს, აფასოებს, ინახავს და ბაზარზე გააქვს. კომპანია ძალიან ამაყობს თავის ტექნოლოგიური მიღწევებით. ვაშლის ამღები რობოტი იმ სამუშაოს კულიმინაციაა, რასაც კომპანია ოთხი წელიწადია ეწევა ამერიკულ ტექნოლოგიურ პარტნიორ Abundant Robotics-თან.
ტექნოლოგიური პროგრესი საშუალებას გვაძლევს გავაგრძელოთ მასშტაბური პროექტების განხორციელება, რათა ხელი შევუწყოთ მსოფლიოსი სურსათზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას _ ამბობს კომპანიის დირექტორი პიტერ ლენდონ-ლეინი, რომ კომპანიამ პირველმა გადალახა მსოფლიო ვაშლის ინდუსტრიის განვითარების ზღვარი. ჩვენ ამისკენ აქტიურად მივდიოდით ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის ჩვენი ბაღების მომზადების თვალსაზრისით, რათა რობოტებს შეძლებოდა ვაშლის მოსავლის აღება.
&G Hawkes Bay ბაღებში დაინერგა ვაშლის ბაღის შემჭიდროებული გაშენებისა და გასხვლის ახალი მეთოდი, რათა იგი მორგებოდა Abundant Robotics ტექნოლოგიას.
ამ ტექნოლოგიაზე კომპანიამ მუშაობა 2015 წელს დაიწყო, იგი გარკვეული ჯიშის ვაშლის მოსვლის ასაღებად გამოიყენება.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ კიდევ რამდენიმე წელიწადი გავა ვიდრე ყველა ბაღი ისე გადაეწყობა, რომ შესაძლებელი იყოს რობოტებით მოსავლის აღება, თუმცა პირველი ნაბიჯი უკვე გრანდიოზულია და მალე კომპანიის ბაღებში ვაშლის ხელით კრეფის მძიმე სამუშაოს მთლიანად რობოტები შეასრულებენ და იმედია იგი მთელ მსოფლიოში დაინერგება.