MONSANTO-ს წინააღმდეგობის მიუხედავად კალიფორნიის სასამართლო გლიფოსატის კანცეროგენად აღიარებას მხარს დაუჭერს

კალიფორნიის სააპელაციო სასამართლო შეურთდა კალიფორნიის შტატის სასამართლოს და კვების პროდუქტების უსაფრთხოების ცენტრის (CFS) ვერდიქტს, რომლებიც ითხოვენ, რომ გლიფოსატი საშიშ კანცეროგენებს მიაკუთვნონ.

სასამართლო პროცესზე Monsanto ეწინააღმდეგებოდა კალიფორნიის შტატის გარემოს დაცვის  ცენტრის რისკების შეფასების დასკვნას, რის მიხედვითაც შტატი აპირებს გლიფოსატი, რომელიც მონსანტოს ჰერბიციდ Roundup -ის აქტიური ინგრედიენტია, მიაკუთვნოს კანცეროგენებს და 65-ე დანართის შესაბამისად სავალდებულო გახადოს შემცველი ყველა ქიმიური ნივთიერების მარკირება, რომელიც სიმსივნურ პროცესებს, თანდაყოლილ დაავადებებს თუ სხა რეპროდუქტიულ ზიანს იწვევს და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ უზრუნველყოფს მოსახლეობის სრულყოფილი ინფორმირება

2015 წელს კიბოს კვლევის საერთაშორისო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გლიფოსატი კანცეროგენულია.

შედეგად კალიფორნიამ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ მათ განზრახული აქვთ, სიმსივნის კვლევის საერთაშორისო დასკვნის საფუძველძე, გლიფოსატი კანცეროგენების სიაში შეიტანონ.

წყარო: news.agropages.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.