მსხლის ნერგები

გულაბი

ნაყოფის აღწერა – ნაყოფი საშუალო სიდიდისაა, აქვს ტრადიციული მსხლის ფორმა,  ოდნავ მოღუნული გრძელი ყუნწი,  თხელი, ნაზი კანი, ძირითადად მოყვითალო-ლიმონისფერია, კარგად ემჩნევა კანქვეშა მწვანე წერტილები. აქვს თეთრი, წვრილმარცვლოვანი კონსისტენციის წვნიანი რბილობი. არ ახასიათებს სიმჟავე.

მსხმოიარობა – გულაბის ხე ძლიერია. აქვს სხვადსხვა ფორმის ვარჯი. ძლიერ საძირეზე დამყნილი 8-10 წელს შემდეგ შედის მხმოიარობაში. ხასიათდება უხვი და შედარებით რეგულარული მოსავლიანობით.

სიმწიფის პერიოდი _ მწიფდება აგვისტოს პირველ ნახევარში. ნაყოფი გამოიყენება  ცოცხალ ხილად.

დამატებითი ინფორმაცია – ნამყენი გულაბის ნაყოფი მაღალი ხარისხისაა. საკმაოდ მომთხოვნია გარემო პირობების მიმართ. გადასამუშავებლად არ გამოიყენება.

ფართოდ არის გავრცელებული საქართველოს მეხილეობის რაიონებში.

არჩევენ კახურ, ქართლური, მესხურ და სხვა გულაბის სახეობებს.

სანტა მარია“ 

საშემოდგომო ადრემსხმოიარე მსხლის ჯიშია, დიდი წაგრძელებული ნაყოფით. აქვს მომწვანო ფერი, მოყვითალო რბილობი, მოვარდისფერო ყუნწი, დელიკატური, ნაზი რბილობი, არ აქვს მსხლისთვის დამახასიათებელი გრანულები.

ახასიათებს ტკბილი, სასიამოვნო მომჟავო გემო.

სიმწიფეში შემოდის სექტემბერში, იძლევა მაღალხარისხიან სტაბილურ მოსავალს, კარგად იტანს დაბალ ტემპერატურას.

ჯიშის უპირატესობაა ის, რომ კარგად ადრეული სიმწიფისაა, იოლად უმკლავდება სოკოვან დაავადებებს, კარგად ინახება ზამთარში, იოლად იტანს ტრანსპორტირებას.

ნერგების შესაძენად დაუკავშირდით მისამართზე: თბილისი, წერეთლის გამზ. № 140 გ.

ტელ: 577 600 801; 577 600 820; 577 211 771