მცირე მეურნეობების ინვესტირებით ბოლივია საკვებით სრულად თვითუზრუნველყოფილი ქვეყანა გახდება
ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტად აქტუალურია კითხვა: როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ დედამიწაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს და ამავდროულად ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ეკონომიკების განვითარებას და ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას? იმისათვის, რომ ამ მიმართულებით ხელმოსაჭიდი შედეგი დადგეს ,2015 წლის სექტემბრის გაეროს „მდგრადი განვითარების დღის წესრიგის” მიხედვით, კიდევ 15 წელიწადია საჭირო. თუმცა, პროგრესის დასაჩქარებელი გზებიც არსებობს და ეს გზა, ჩანს, ანდებში მდებარე პატარა ქვეყანა ბოლივიამ გამონახა.
ბოლივიის მთავრობამ ბოლო პერიოდში საკვების საწარმოებლად ქვეყნის მცირე და საშუალო მეურნეობებში 40 მილიონი აშშ დოლარი დააბანდა.

ბოლივიის სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, მარისოლ სოლანოს განაცხადებით სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყანაში 20-ზე მეტი პროექტი ხორციელდება.
მცირე მეურნეობებს ჯერჯრობით ფინანსური დახმარება მეცხოველეობისა და მეთევზეობის განვითარებისთვის ეძლევა. ამავდროულად იზრდება ისეთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება, როგორიცაა: ხორბალი, კარტოფილი, პომიდორი, სხვა ბოსტნეული, ყავა და კაკაო.
ადგილობრივი მცირე მეურნეობების შესაძლებლობების გაძლიერებით, ბოლივია მიზნად ისახავს 2020 წლიდან სურსათით მაქსიმალურად თვითკმარი ქვეყანა გახდეს.
2014 წლიდან 2019 წლამდე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოება ბოლივიაში 25%-ით არის გაზრდილი.
_ ჩვენი მიზანია რომ ასეთი ზრდის ტემპი კიდევ რამდენიმე წელიწადს შენარჩუნდეს. ქვეყანა უკვე არც თუ ისე შორს არის იმ ამბიციურ მიზანთან, რომ თავისთვის საკმარისი სურსათი თვითონ აწარმოოს, ამბობს მინისტრის მოადგილე მარისოლ სოლანო.
იმპორტის შემცირება, ან შეჩერება არა მხოლოდ დაეხმარება ადგილობრივ ფერმერებს და ბიზნესს ეკონომიკურად გაძლიერებაში, არამედ შეამცირებს უმუშევრობას, შიმშილს და სიღარიბეს.
რა წარმატებით მიაღწევს ბოლივია დასახულ მიზანს ხუთწლიან პერიოდში, ჯერ უცნობია, მაგრამ აშკარაა, ის, რომ რა წარმატებასაც მიაღწია ბოლივიამ ადგილობრივი შესაძლებლობების გაზრდით ცაკეულ სფეროში, მაგდენი ინიციატივა რომ გამოიჩინონ და ისეთივე წარმატებით იმოქმედონ სხვა ქვეყნის მთავრობებმაც, დღეს მსოფლიოს განვითრებაზე სხვა რიხით ვილაპარაკებდით.
თარგმნა: რევაზ კარანაძე
წყარო: https://bit.ly/2kGNee3