მზა ტალავრის ნერგები

რას არ მოესწრება კაცი?! რომ იტყვიან, ვაზის ძირში, ტალავრიან ეზოში გავიზარდე, უფრო სწორად, მე და „ტალავერი“ ერთად ვიზრდებოდით და, მგონი, სრულწლოვნებიც ერთად გავხდით… ჰოდა, რამ გამაოცა? რამ და, თურმე, არსებობს ტალავრის  ნერგები, რომელიც დარგვიდან რამდენიმე თვეში მზა-მზარეულ მსხმოიარე ტალავერს „გაძლევს“, აღარ გჭირდება წლობით ლოდინი და ცდა, როდის გაიზრდება და შეავსებს ხეივანს.

ვაზმა რომ ვარჯის ზრდა დაასრულოს და ხეივანი სრულად დაფაროს, 8-10 წელიწადი მაინც სჭირდება.

ცოტა არ არის.

ახლა კი ვუყურებ „მზა ტალავერს“, რომელიც ჩემს წინ, კოხტად დახვეულ-შეკრულ-შეფუთული დევს და ელოდება როდის გავშლი, რომ მანაც გაშალოს „მხრები“…

 

ახლახან კომპანია „აგროცენტრმა“ უცხოეთიდან შემოიტანა მზა ტალავრის ნერგები, რამაც მარტო მე კი არა, ბევრი სხვაც გააოცა.

პირველი რამაც თავში გამიელვა, ასეთი რამ ვაზის და ღვინის სამშობლოში როგორ ვერ მოვიფიქრეთ მეთქი? რაღაცნაირად გული დამწყდა, სხვამ რომ დაგვასწრო.

მზა ტალავრის ზრდასრული ნერგების ვარჯის სიგრძე 8-15 მეტრს შეადგენს. ნერგები სპეციალურ სანერგე კონტეინერებშია გამოზრდილი, აქვს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა, რომელიც ღია გრუნტში იოლად ვითარდება, ისე რომ ვაზი პირველსავე წელიწადს იძლევა სრულყოფილ მოსავალს და ავსებს ტალავრის სივრცეს.

8-15 მეტრის სიგრძის ვაზის ნერგები დახვეულია გრაგნილებად, რომლის გადატანა, გაშლა და ტალავრის წინასწარ მომზადებულ საყრდენებზე სურვილისამებრ მორგება იოლად შეიძლება.

სატალავრე ვაზის ნერგების დარგვა და მოვლა ჩვეულებრივი ვაზის მოვლა-მოყვანისგან არაფრით განსხვავდება, თუმცა ტალავრის ნერგების შეძენის შემთხვევაში, კომპანია „აგროცენტრის“ სპეციალისტები ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გაგცემენ.

დამეთხმებით, საოცარი სიახლეა მოაგარაკეებისთვის, ახლადაგებულ სააგარეკე სახლის ეზოში ამავე ზაფხულს შეიძლება ტალავრის ქვეშ ნებივრობა, ხოლო შემოდგომაზე მოსავლის აღება.

ილია ვაზისუბნელი

რედაქციას კავშირი არ აქვს ნერგების ყიდვა-გაყიდვასთან, დაუკავშირდით მითითებულ მისამართზე:

მზა ტალავრის ნერგების შეძენას შეძლებთ დიდუბეში:

„აგროცენტრი“,

წერეთლის გამზ. № 140გ,

ტელ: 577 211 771; 577 600 801; 577 600 820