ნარინჯისფერი რთველი აქტიურად მიმდინარებობს

წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა ბოლო წლები განმავლობაში, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა.

21 ნოემბრის მონაცემებით მანდარინის ექსპორტმა, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (911 ტონა),  3,069 ტონა ციტრუსია ექსპორტირებული. 

ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი (1,645.5 ტ) და უკრაინა (1,137.2 ტ), ასევე ლატვია (39.9 ტ), სომხეთი (210.3 ტ), ყირგიზეთი (20.9 ტ), ყაზახეთი (15.0 ტ).

მანდარინზე საბითუმო ფასი 0.50-დან 0.80 ლარამდე მერყეობს.

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. შტაბის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.

საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, ფუნქციონირებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს  ცხელი ხაზიც (1501).

არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა 25 ნოემბრიდან დაიწყება.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) 1 კგ. სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრით თანადაფინანსდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.