ნარინჯისფერი რთველი სრულდება

ბოლო მონაცემებით მანდარინის ექსპორტმა  23720 ტონა შეადგინა. შარშან ამავე პერიოდში ექსპორტირებული იყო 18 250 ტონა ციტრუსი.

წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას ქმნის. ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რუსეთი (15 240), უკრაინა (5,283), ასევე  სომხეთი (2 578), ყაზახეთი (138), უზბეკეთი (261), ბელორუსია (120), ყირგიზეთი (60), ლატვია (40) რჩება.

მანდარინზე საბითუმო ფასი 0.50-დან 0.80 ლარამდე მერყეობს.

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. შტაბის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.

საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, მოქმედებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს  ცხელი ხაზიც (1501).