ნიამორები და ირმები ახალ ზოოპარკში გადაიყვანეს

თბილისის ზოოპარკი კეთილშობილი ირმებისა და ნიამორების კონსერვაციის პროექტს ახორციელებს, რაც ამ სახეობის ცხოველების გამრავლებასა და შემდგომ ბუნებაში დაბრუნებას გულისხმობს.

ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 48 ჰექტარ ფართობზე განთავსდება. გასული წლის ივნისში ახალ ზოოპარკში პირველი ვოლიერი გაიხსნა, რომელშიც დათვები და მგლები შეიყვანეს.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ზოოპარკი 287 ჰექტარ ფართობზე ტორონტოშია, შემდეგ მოდის 107 ჰექტარით ნიუ იორკის ზოოპარკი. ევროპაში კი ყველაზე დიდი ზოოპარკი გერმანიას აქვს. ბერლინის ზოოპარკი 34 ჰექტარზეა განთავსებული.

წყარო: http://www.saintereso.tk

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.