ორგანული სოფლის მეურნეობა და მცირე მწარმოებელთა სერტიფიცირება საქართველოში
თანამედროვე მსოფლიოში ცხოველთა აღწარმოებაში ბუნებრივ-ფიზიოლოგიურ შესაძლებლობათა მაქსიმალური გამოყენება მეცხოველეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა და წარმატებული რეპროდუქციის აუცილებელი პირობა .
ბიო— „ ორგანული სოფლის მეურნეობა, როგორც სისტემა, XX საუკუნის 20-იან წლებში ჩაისახა. ეს იყო ე.წ. იდეალიზმის პერიოდი და ამ პერიოდში ბიომეურნეობა იდეალისტების ახირებად მიაჩნდათ. მხოლოდ გასული საუკუნის 80-იან წლებში სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის მდგრადი განვითარების კონცეფციის გავლენით, სახელმწიფოებმა ყურადღება მიაქციეს ორგანულ სოფლის მეურნეობას და შეიქმნა ამ სექტორის ხელშემწყობი პროგრამები. სექტორის განვითარებაში განსაკუთრებული როლი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებამ ითამაშა: 1991 წელს მიიღეს ევროკავშირის დადგენილება ორგანული ს„მ რეგულირების შესახებ. მსგავსი დადგენილება 2002 წლიდან მიღებულია ამერიკაშიც. კანონი ბიოაგროწარმოების შესახებ საქართველოში პირველად 2006 წელს შევიდა ძალაში, თუმცა, სახელმწიფო დონეზე, რაიმე სახის ხელშეწყობის პროგრამა ამ მიმართულებით დღემდე არ განხორციელებულა.
რეგულაციების შემოღებასთან ერთად გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან სწრაფად ვითარდება ბიოპროდუქტების ბაზარი. დღეს ბიობაზარი პრაქტიკულად ერთადერთი ბაზარია მსოფლიოში, რომელიც განუხრელად იზრდება (მათ შორის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზეც, რის გამოც სხვა ბაზრები მცირდება), რადგან ბიოპროდუქტებზე მოთხოვნა ბევრად აჭარბებს მიწოდებას. ამ მხრივ საქართველოსთვის ეს ბაზრის პერსპექტიული სეგმენტია, სადაც შედარებით ადვილია შეღწევა, მაგრამ რამდენად მზად ვართ ამისთვის?
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა” საქართველოში ორგანული ს„მ-ის განვითარების საკითხებზე 1994 წლიდან მუშაობს გერმანული ორგანიზაციის — Brot fὕr die Welt, ხელშეწყობით. ამ პერიოდში რამოდენიმე ათასმა ფერმერმა გაიარა სატრენინგო მომზადება და„ან მიიღო კონსულტაცია მეურნეობაში ბიო-მეთოდების დანერგვის თაობაზე, თუმცა, ბიოსერტიფიკატს 100-მდე ბიზნეს-ოპერატორი თუ ფლობს, რამდენადაც. სერტიფიკატის აღების სურვილი ძირითადად მხოლოდ საექსპორტო პროდუქციისთვის აქვთ, ექსპორტისათვის კი მცირე მეურნეები, რომლებიც საქართველოში სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირთა 98%-ს შეადგენენ, ვერც პროდუქციის საკმარის მოცულობებს აწარმოებენ და სერტიფიცირების თანხის გადახდაც უჭირთ.
2013 წლიდან „ელკანა” შვეიცარული ორგანიზაციის — HEKS-EPER -ის ხელშეწყობით ახორციელებს მეთხილეობის პროექტს, რომლის ფარგლებშიც ჯგუფური სერტიფიცირების ინოვაციური მიდგომა დაინერგა. ჯგუფური სერტიფიცირება მნიშვნელოვნად ამცირებს სერტიფიცირების გადასახადს ჯგუფის წევრ მეურნეთათვის, ორგანული სტანდარტის დანერგვა კი მათ საშუალებას აძლევთ 8 %-ით მეტი ანაზღაურება მიიღონ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მეურნეობის მართვის ორგანულ პრინციპებზე გადასვლისა და ბიომეთოდების გამოყენების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პროექტში მონაწილე მეურნეთა მოსავლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლებიც, რასაც გამოკითხულთა 30%-ზე მეტი ადასტურებს.
მარიამ ჯორჯაძე,
თამაზ დუნდუა,
ელენე შატბერაშვილი
ბიოლოგიურ მეურნეობათა
ასოციაცია „ელკანა”