პანკისის ხეობის სოფელ მატანში მეცხოველეობის თანამედროვე ფერმა ამოქმედდა
პანკისის ხეობის სოფელ მატანში მეცხოველეობის თანამედროვე ფერმა ამოქმედდა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში თანამედროვე მეცხოველეობის ფერმა „დორანი ფერმა“ ამოქმედდა.
ფერმის აშენება 6 905 250 ლარი დაჯდა, საიდანაც 1 336 500 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსდა, დანარჩენი თანხა კი თავად მეპატრონემ მოიზიდა.
„დორანი ფერმა“ ყოველდღიურად 1,5 ტონა რძეს აწარმოებს, პროდუქცია კი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.
ფერმაში 11 ადამიანია დასაქმებული, ყველა ადგილობრივი მცხოვრები.
კომპანია სახელმწიფოს მხარდაჭერით ს გადამამუშავებელი წარმოების საერთაშორისო სერტიფიკატის HACCP-ის აღებასაც გეგმავს.
სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 190 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც, სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს წარმოების განვითარება-გაფართოების ბიძგი მისცა.
„დორანი ფერმა“დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან პაატა შეყელაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა და აქ მიმდინარე საწარმოო პროცესს გაეცნო.