პატარა ხოჭომ შვედეთის ეკონომიკა 625 მილიონით დოლარით დააზარალა

მწერმა შვედეთში უფრო მეტი ტყე გაანადგურა, ვიდრე გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეულმა რეკორდულმა ხანძრებმა, – წერს გამოცემა Bloomberg-ი.

საქმე ეხება ნაძვის ქერქის მჭამელ ხოჭოს, რომელიც ტყის მთავარ მტრად ითვლება. პრობლემა ისაა, რომ მავნებელი მშრალ გარემოში საკმაოდ კარგად მრავლდება. გლობალური დათბობის პირობებში ხოჭო შვედეთის ტყეებისთვის უფრო საშიში ხდება.

პესიმისტური პროგნოზით, მავნებელს ერთ წელიწადში 12,5 მილიონი კუბური მეტრი ტყის გაანადგურება შეუძლია, რაც 6 მილიარდ შვედურ კრონს ( 625 მილიონ აშშ დოლარი) შეადგენს.  

შარშან ქერქიჭამია ხოჭომ შვედეთში 4 მილიონი კუბური მეტრი ტყე გაანადგურა.

წყარო: imedinews.ge