პესტიციდებით ნაწრთობი ახალი თაობის კოღოები

ყველაზე აბეზარმა და სისხლისმწოველმა მწერებმა, დაჩქარებული გამრავლების ეფექტიან გარემოს მიაგნეს.

სამედიცინო ჟურნალ  Journal of Medical Entomology  გამოქვეყნებული  კვლევის ახალი შედეგები გვიჩვენებს, რომ ქიმიური სასუქების წყალსატევებში მოხვედრა ხელს უწყობს ბაქტერიების, წყალმცენარეებისა და სოკოვანი ორგანიზმების დაჩქარებულ ზრდა-გამრავლებას, რითაც იკვებებიან კოღოს ჭუპრები.

როგორც ირკვევა, პესტიციდებით წყალსატევების დაბინძურება შედეგად  კოღოების ანომალურგამრავლებას იწვევს.

დედა კოღოები, ვიდრე კვერცხებს დადებენ, ეძებენ დაგუბებულ, ნადგამ  წყალს, სადაც ბევრია მცენარეული ორგანიზმები, რასაც შემდეგ კოღოს ჭუპრები საკვებად იყენებენ.

მიკროორგანიზმებით მდიდარი დამდგარი წყალი შეიძლება სახლის უკან, ჩრდილში მიტოვებულ ჭურჭელშიგუბურებში, სავარგულების მიმდებარედ ან თვით ყანაში დაჭაობებულ ადგილებში.

ბოლო კვლევების თანახმად, რომელიც საფრანგეთის ინსტიტუტში ჩატარდა, გაირკვა, რომ დამდგარ წყალში რომელიც მდიდარია ორგანიკით, ქიმიური პრეპარატების მოხვედრა კოღოების პოპულაციის გაუგონარ გამრავლებას იწვევს. მეტიც ასეთ წყალში გამოჩეკილი პატარა კოღოები  ფიზიოლოგიურთან შედარებით სწრაფად აღწევენ სიმწიფის ასაკს და მათემატიკური პროგრესიით მრავლდებიან.

მკვლევარებმა ლაბორატორიაში Aedes aegypti და Anopheles gambiae სახეობის კოღოს ჭუპრებისგამოჩეკვისა და განვითარების მიმდინარეობაზე ცდების დროს დროს აღმოაჩინეს, რომ  წყალში, სადაც კოღოს კვერცხები იყო დადებული, აზოტის, ფოსფორის და კალიუმის დამატების შემთხვევაში გამოჩეკილი  კოღოები ზრდასრულობას ნორმაზე 1.7-3-ჯერ სწრაფად აღწევდნენ,  ხოლო ჭუპრები ბუნებრივთან შედარებით ოთხჯერ უფრო სწრაფად ვითარდებოდნენ. გარდა ამისა გაირკვა ისიც, რომ დედა კოღო სხვადასხვა შემადგენლობის დამდგარ წყლებს შორის უპირატესობას პესტიციდებითქიმიკატებითდაბინძურებულ წყალს ანიჭებდა, სწორედ იქ დებდა კვერცხებს.

ასეთ პირობებში კოღოების უკონტროლოდ  გამრავლების გარდა, მათ ინსექტიციდების მიმართ დაჩქარებულად უვითარდებათ რეზისტენტულობა, რადგან წყალში სასუქების გარდა პესტიციდებიც ხვდება.

 გამოკვლევამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ სოფლის მეურნეობაში აგროტექნიკური მოთხოვნების დარღვევით სასუქების და პესტიციდების გამოყენება მარტო მწერებზე კი არ მოქმედებს, არამედ ხელს უწყობს ახალი ეკოლოგიური სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც ხელსაყრელია კოღოების თუ სხვა მავნებელი მწერებისთვის.

როგორც მეცნიერები მიუთითებენ, ასეთ პირობებში აუცილებელია გაძლიერდეს მეცნიერებს, აგრარიკოსებს და ინფექციების გადამტანი მწერების თუ სხვა ორგანიზმების წინააღმდეგ მებრძოლი  სპეციალისტების ძალისხმევის გაერთიანება, რომ ერთობლივი ეფექტიანი მოქმედების გეგმა შემუშავდეს.

წყარო: www.fertilizerdaily.ru

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.