ფაროსანა არ არის ძირითადი პრობლემა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას

აუცილებელია მთავრობამ დამატებითი გეგმა შეიმუშაოს, რომელიც მოემსახურება თხილის კულტურის არა მხოლოდ ფაროსანასთან ბრძოლას, არამედ სხვა დაავადებათა მიმართ ღონისძიებების გატარებას, – ეს განცხადება აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წლის მაისიდან მავნებელთან საბრძოლველად შესაბამისი სამუშაოების გასატარებლად სრულ მზაობაში არიან.

ფაროსანა ძალიან დიდი გამოწვევაა. საკითხთან დაკავშირებით შედგა სამთავრობო კომისია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სადაც განხილულ იყო იმ სამოქმედო გეგმის დეტალები, რომელიც სამინისტრომ მოამზადა. სავარაუდოდ, ღონისძიებები მაისში დაიწყება“.

ამ პროცესს დაახლოებით 2-3 წელი დასჭირდება. ფაროსანა არ არის ძირითადი პრობლემა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, არის დაავადებებიც, რომელიც თხილის კულტურას მნიშვნელოვნად აზიანებს“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, თხილის ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის შემცირებული, შესაბამისად მნიშვნელოვანია დარგის სტიმულირება და სტაბილიზაცია.