ფაროსანას ბუნებრივი მტერი არ ჰყავს, მშვენივრად გამოიზამთრებს, როგორც კი დათბება, გამოვა

ბიოლოგ ვასილ გაბუნიას ინფორმაციით, აზიურ ფაროსანას საქართველოში ბუნებრივი მტერი არ ჰყავს,ხოლო მისი ხელოვნური მტერი ქიმიური პრეპარატებია. როგორც ვასილ გაბუნიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა, საქართველო ფაროსანასთვის იდეალური და ნოყიერი ნიადაგი და მის გამრავლებას ხელს არაფერი უშლის. მისი თქმით, განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო, აზიურ ფაროსანასთან ქიმიკატებით ბრძოლის დროს, რადგან ამან შეიძლება არამხოლოდ ფაროსანა, არამედ სხვა სასარგებლო ფაუნაც დააზიანოს. 

„ჯერჯერობით აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტერი, რომელიც მის რიცხოვნობას დაარეგულირებდა არ არის ჰყავს. მისი ხელოვნური მტერი დღეს არის ქიმიური პრემარატები, ბუნებრივი მტერი ვართ ჩვენ. შემდეგი ეტაპი ალბათ უკვე ამ ბუნებრივი მტრის მოძებნაა, რომელიც ალბათ იმ ადგილებში ბინადრობს, საიდანაც ფაროსანა მოვიდა, ეს არის აზიის ქვეყნები. ჩვენ დრო ფაქტობრივად არ გვაქვს. ვნახეთ რომ 2 წლის წინ შემოსული ფაროსანა, ფაქტობრივად ეკოლოგიურ კატასტროფად ექცა დასავლეთ საქართველოს.

მე მაგალითად ვაკის რაიონში ვცხოვრობ, 3-4 ცალი შემომიფრინდა. ანუ უკვე ლიხის ქედი გადმოლახა, ეს ძალიან იოლია მისთვის, რადგან შეიძლება ტრანსპორტს რამდენიმე ცალი გამოჰყვეს, გამრავლება კი მას არსად არ უჭირს. ფაქტობრივად კახეთისა და ქართლის რეგიონი იგივე მდგომარეობაში ჩავარდა, რაც დღეს დასავლეთში ხდება. მისი სიმრავლე გამოწვეულია იმის გამო, რომ მას ბუნებრივი მტერი არ ჰყავს. თან მშვენიერი პირობებია ჩვენთან მისთვის, ის წოვს ყველაფერს აბსოლუტურად, მრავლდება მშვენივრად, ფაროსანასთვის ნოყიერი ნიადაგია – საქართველო. ზამთრის პერიოდში ნებისმიერი ცივსისხლიანი ცხოველი ეძებს თავშესაფარს, სიცივეში ეძებს სითბოს, რაც ქალაქისა და სოფლის პირობებში არის სახლის ღრიჭოებში, სარდაფებში და ა.შ. მშვენივრად გამოიზამთრებს, როგორც კი დათბება, გამოვა დაიწყებს გამრავლებას.

ამასთან, ჩვენ რომ დავიწყოთ ყველაფრის ხელაღებით ქიმიკატებით მოწამვლა, გავანადგურებთ იმ ფაროსანასაც და გავანადგურებთ იმ სასარგებლო ფაუნასაც, რომელიც ჩვენთვის აუცილებელია“, – განაცხადა ვასილ გაბუნიამ.

წყარო:eurus.ge

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.