ფერეთა ჩაი

ვანიში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, რომელიც დაუფასოებელ ბიო ჩაის გამოუშვებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ შპს „ფერეთა ჩაის“ 25 წლიანი  იჯარით გადასცა ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფერეთასა და ფერეთას საკრებულოში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 18 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ქონება შპს „ფერეთა ჩაის“  ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამით გადაეცა.

„ფერეთა ჩაიმ“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში უნდა ააშენოს ჩაის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ყოველი ჰექტარიდან სულ მცირე 500 კგ. დაუფასოებელ, ხოლო ბიოჩაის წარმოების შემთხვევაში, 250 კგ პროდუქცის გამოუშვებს.

„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის“ სახელმწიფო პროგრამით, კომპანიას ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულების 70 პროცენტს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დაუფინანსებს.