ფერმერ ქალთა საჩუქარი თბილისს

ფერმერ ქალთა ასოციაციის თაოსნობით, 12 იანვარს თბილისში, კაფე „კალიფსოში“ საშობაო ბაზრობა გაიმართა, სადაც საქართველოს ყველა რეგიონიდან ფერმერმა ქალებმა მრავალფეროვანი, ხელნაკეთი, ტრადიციული და განსხვავებული ქართული პროდუქტი წარმოადგინეს.

ფერმერ ქალთა ასოციაცია, როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ირინე ფხოველიშვილმა გვითხრა, ორგანიზაცია 2013 წელს დაარსდა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ კახეთის ფერმერ ქალებს აერთიანებდა. ორგანიზაციას 17 დამფუძნებელი ყავდა. 2015 წლიდან  მთელი ქვეყნის მაშტაბით დაიწყეს ურთიერთობა ფერმერ ქალებთან და მას შემდეგ აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა პროექტებში. დღეს ასოციაციას 200-ზე მეტი წევრი ყავს. ქალბატონი ირინე აღნიშნავს, რომ სოფელი არ არის მხოლოდ ფერმა და მეურნეობა ამ საკითხს შეიძლება  შემოქმედებითად შევხედოთ. ძლიერი ფერმერი კი – ძლიერი სოფელია, რაც ჯანსაღ თაობას ნიშნავს. ​

ასოციაცია დაახლოებით სამი წელიწადია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან  თანამშრომლობს  და განიხილავენ მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის საკითხებს. 

რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ დღეს, საზოგადოების დადებითი გამოძახილის და დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით საშობაო ბაზრობს მეორედ ვმართავთ. აქ მთელი საქართველოს ფერმერ ქალთა მიერ წარმოებული პროდუქტი და ხელნაკეთი ნივთებია წარმოდგენილი

კახეთის მეფუტკრეთა ასოციაციის წარმომადგენელმა ლალი სუხიტაშვილმა საშობაო ბაზარზე,  ნატურალური თაფლისა და ნუგბარის გარდა სტუმრებს ხელნაკეთ ნაძვის ხეები და  ფიჭისგან დამზადებულ ძაღლის ფორმის დეკორატიული სანთლები წარუდგინა.  ქალბატონი ლალის თქმით თქმით მსგავსი  ბაზრობები ფერმერებს  საზოგადოებასთან ურთიერთობაში ეხმარება, რადგან სწორედ ასეთ ღონისძიებებზეა შესაძლებელი ერთმანეთს გაუზიარონ აზრი, გაიგონ რა მოთხოვნები აქვს მომხმარებელს და მოთხოვნის შესაბამისად  შესთავაზონ საკუთარი პროდუქტი. იგი რჩევას აძლევს  შემოქმედ ქალებს: თუ აწარმოებენ ნატურალურ პროდუქტს ან ხელნაკეთ ნივთებს დრო აღარ დაკარგონ იაქტიურონ.

იმის მიუხედავად, რომ „ჩირი ქენდი“ შარშან ზაფხულში გამოჩნდა ბაზარზე, გემრიელი სხვადასხვა სახეობის ხილის ჩირის, ტყლაპების, ჩურჩხელებისა და მრავალფეროვანი ტკბილეულის წარმოებით მალევე გაითქვა სახელი, მომხმარებელმაც შეიყვარა და მასზე  მოთხოვნაც ნელ-ნელა იზრდება.  „ქენდი ჩირი“, როგორც კომპანიის წარმომადგენელი თამარ ჯავახიშვილი ამბობს მალე ქართული ბაზრის სრულად ათვისებას გეგმავენ.

ფერმერ ქალთა ასოციაციამ პირველი საშობაო ბაზრობა 2017 წლის 24 დეკემბერ გამართა. საზოგადოების მხრიდან  დადებითი გამოხმაურებისა და დიდი მოთხოვნის გამო გადაწყდა, რომ  მსგავსი ბაზრობები ხშირად გაიმართოს.

როგორც ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ირინე ფხოველიშვილი აღნიშნავს, მათი  მიზანია მაქსიმალურად დაფასდეს და წარმატებულნი იყვნენ ქართველი ფერმერი ქალები, პოპულარიზაცია გაუწიოს ქალთა საქმიანობას და ტერმინი „ფერმერი ქალი“ წარმატებული, მშრომელი ქალის სინონიმად იქცეს.

სალომე კაპანაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.