ფერმერს რომელსაც გორში ვაშლის ბაღი გაუჩეხეს, კომპანია ელექსირი ნერგებს საჩუქრად გადასცემს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში, ფერმერს 128 ძირი ვაშლის ხე გაჩეხილი დახვდა. შემთხვევა ერთი კვირის წინათ მოხდა. 
ხეხილის გაჩეხვასთან დაკავშირებით ინფორმაცია საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 ფერმერს, რომელსაც ვანდალურად 128 ძირი ვაშლის ხე გაუნადგურეს, კომპანია „ელექსირი“ საჩუქრად გადასცეს ნერგებს და ელექსირს ხეხილისთვის (https://www.elixir.ge/ka/ckhovelebisthvis?view=item&item=12626 ), რომელიც დაეხმარება დაზარალებულ ფერმერს გააძლიეროს მეურნეობა

ელექსირის დამხარებით იგი მეურნეობის წარმადობას და მომგებიანობას გაზრდის.

„ელექსირი“ ევროპულ 15 წლიან გამოცდილებაზე დაფუძნებული ქართული სტარტაპია, რომელიც საქართველოში ინოვაციურ, ბიოლოგიურად სუფთა და მაღალტექნოლოგიურ პროდუქტს, ელექტროაქტივირებულ წყალ – ელექსირს აწარმოებს.

ელექსირი გამოიყენება ადამიანის, ცხოველების, ფრინველების, მცენარეების, ჰიგიენის, სანიტარიზაციის და დეზინფექციისთვის. ის უვნებელია გარემოს, ადამიანის და სხვა არამავნე ცოცხალი ორგანიზმებისათვის.

ელექსირის აგროსექტორში გამოიყენება როგორც ზრდის და გაჯანსაღების დამხმარე საშუალება, რომელიც ზრდის პროდუქტის ნაყოფიერებას და მოსავლიანობას.

ელექსირის დახმარებით ფერმერი  100 % ნატურალურ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს იღებს.

თანამედროვე სამყაროში, სადაც აუარება ქიმიური ნაერთი, პესტიციდი და სინთეტური სასუქები გამოიყენება, ელექსირის მსგავსი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.