ფინანსური სექტორის შეფასება აჩვენებს სიძლიერეს და განსაზღვრავს ბაზრის განვითარების მნიშვნელოვან გამოწვევებს

გერმანიის ეკონომიკურმა გუნდმა საქართველოში წარადგინა ფინანსური სექტორის ყოველწლიური მონიტორინგის შედეგი. ეს პროდუქტი მუდმივად ხორციელდება რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში, მან გამოავლინა, რომ აღნიშნული სექტორი უმსხვილესი აქტივია საქართველოს საინვესტიციო გარემოში.
ძირითადი დასკვნებია:
  • საბანკო სექტორი კარგად არის კაპიტალიზებული და ის მომგებიანია. ოჯახების და ბოლო დროს კი საწარმოთა ჭარბვალიანობა შესაძლოა საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს, რის შედეგადაც უცხოურ ვალუტაში აღებული კორპორაციული სესხები უმნიშვნელოვანესი რისკის წინაშე დადგება.
  • საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ პასუხისმგებლობის დაკრედიტების შესახებ ამოქმედებულმა რეგულაციამ ხელი შეუწყო მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს შორის სარისკო სესხის აღების მოდელების აღმოფხვრას.
  • დოლარიზაცია ბანკების დაუცველობის მთავარ ფაქტორს წარმოადგენს და ძირს უთხრის ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულ რეჟიმს. ლარის გაუფასურების შემდეგ, მან კვლავ იჩინა თავი, როგორც პოლიტიკურმა პრობლემამ, თუმცა გონივრული ზომები უკვე საკმაოდ მკაცრია.
  • მინიმუმ სამი ბანკი არის ,,მეტისმეტად დიდი იმისათვის, რომ მარცხი განიცადოს” და, შესაბამისად, მიდრეკილია ჭარბი რისკის აღებისკენ, რა დროსაც ეყრდნობა სახელმწიფო სუბსიდიას. ახალი საბანკო რეზოლუციის რეჟიმი იქნება ფუნდამენტური ცვლილება, მათ შორის ბანკის მმართველობაში.
  • ფასიანი ქაღალდების ბაზრები სხვა ქვეყნებთან შედარებით განუვითარებელია. საპენსიო ფონდის ინვესტიციები და უფრო მიზანმიმართული სუვერენული ემიტენტის სტრატეგია ამ სექტორის სტიმულირებას გამოიწვევს.
  • კერძო კაპიტალი უნდა გახდეს პრიორიტეტი რისკ-კაპიტალისთვის.

 დოქტორმა ალექსანდრ ლეჰმანმა, ფინანსური სექტორის ექსპერტმა განაცხადა:

,,ინფლაციის წინააღმდეგ მიმართული რეჟიმის შემოღებამ საფუძველი ჩაუყარა ფინანსურ სისტემაში უცხოური ვალუტის გამოყენების ეტაპობრივ შემცირებას. ზომები, რომლებიც ზღუდავს ოჯახების მიერ უცხოურ ვალუტაში სესხის აღებას, ხელს შეუწყობს ამ პროცესს. დედოლარიზაცია უნდა დარჩეს ფინანსური სექტორის პოლიტიკის მთავარი მიზანი.

„საბანკო სექტორმა დიდი როლი შეასრულა წარსულის ზრდაში. პროგრესი, ფინანსების დარგში ახალი ტექნოლოგიები (fintech) თავაზობშესაძლებლობებს კრედიტზე ფართო ხელმისაწვდომობისთვის. ფასიანი ქაღალდების ადგილობრივმა ბაზრებმა შეიძლება დააკმაყოფილოს ლარში გრძელვადიანი დაფინანსების საჭიროება“ _ დასძინა ბოლოს დოქტორმა ალექსანდრ ლუჰმანმა.

 საქართველოში გერმანიის ეკონომიკური გუნდის შესახებ: გერმანიის ეკონომიკური გუნდი რჩევებს აძლევს საქართველოს მთავრობას ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში 2014 წლიდან. ის ფინანსდება გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მიერ, ხოლო განხორციელებას უზრუნველყოფს საკონსულტაციო ფირმა.

Berlin Economics