ფირმა „ბეიო“ ნოვაციური ტექნოლოგიების წყალობით, ახალი ჰიბრიდების გამოყვანის დროს რამდენიმე წლით შეამცირებს
ფირმა Signif-მა მრავალიარუსიან დანადგარებზე ახალი ჰიბრიდების გამოყვანის დაჩქარების მიზნით საყოველთაოდ ცნობილ ჰოლანდიურ ფირმა „ბეიოსთან“ დაიწყო თანამშრომლობა. უზარმაზარ ნაგებობებში, სადაც ფირმა სელექციური სამუშაოს ატარებს და ახალი ჯიშები და ჰიბრიდები გამოჰყავს, მიკროკლიმატის კონტროლის უზრუნველსაყოფად ფილიპსის GrowWise Control System, სისტემებს იყენებს, რაც სელექციონერებს საშუალებას აძლევს მცენარეთა ზრდა-განვითარების ციკლი და სელექციური პროცესების რამდენჯერმე დააჩქარონ.
ბეიოს სელექციონერის იან კემპანის განმარტებით ახალი დანადგარის მეშვეობით მცენარის ზრდის პერიოდი საათების მიხედვით ორ-სამჯერ არის დაჩქარებული.
მცენარე წელიწადში, როგორც წესი, ერთხელ ყვავილობს, მაგრამ მოცემული ტექნოლოგიის, დინამიური დიოდმაშუქების წყალობით მცენარე წელიწადში რამდენჯერმე ყვავილობა ასწრებს. ეს იმ ზუსტად შერჩეული განათების კომბინაციების დამსახურებაა, რასაც ფირმა Signify-ს მცენარეთა ვეგეტაციის პროცესზე ზუსტად მორგებული განათების სისტემა განაპირობებს. მეტიც, იგი შესაძლებელს ხდის ყოველი კულტურა მისი განვითარების ფაზის მიხედვით უზრუნველყოფილი იყოს აუცილებელი სინათლის ენერგიით, დაჩქარდეს ვეგეტაცია და მცენარემ წელიწადში რამდენჯერმე მოასწროს აყვავება და ზრდა-განვითარების დასრულება. ამ ტექნოლოგიას შეუძლია როგორც მცენარის ზრდის სტიმულირება, ისე ამ პროცესის შეფერხება, გახანგრძლივება. ეს ეხმარება სელექციონერებს პროცესების დაჩქარებაში, ახალი ჰიბრიდების მიღებაში.
ფირმა „ბეიო“ თავიდან დამატებით განათების სისტემას იყენებდა, ხოლო მოგვიანებით, სელექციური პროცესის, რაც ჩვეულებრივად 10-15 წელიწადი გრძელდება, დაჩქარების მიზნით Signify-ს დიოდმაშუქი ნათურების გამოყენება დაიწყო, რამაც საოცარი შედეგი გამოიღო.
დღეს ამ ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად უკვე მიღებულია უფრო მსხვილღეროიანი, ქორფა, სწრაფმზარდი სატაცურის ჰიბრიდი.
მცირე დახურულ ფართობებზე წარმატებული ექსპერიმენტის შემდეგ, ფირმა „ბეიომ“ პარტნიორებთან ერთად 2017 წელს კომპანია Signify-ს სთხოვა, დახმარებოდნენ მათ ამ ტექნოლოგიით დიდი ვრცელი ნაგებობის აღჭურვაში, სადაც განათების ამ ტექნოლოგიიის გამოყენებით უკვე დიდ ფართობებზე შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა კულტურების წარმოება.
კომპანია Signify-ს კომერციული მებაღეობის ხელმძღვანელის, უდო ვანი სლოოტენის განმარტებით, ფირმა „ბეიო“ უხვმოსავლიანი, დაავადებებისადმი გამძლე ჰიბრიდების მისაღებად უკვე ახალი შესაძლებლობებს იყენებს. იგი სელექციონერების შრომა უიოლებს და აჩქარებს და მათ ახალ ეკოლოგიურად საიმედო და მომგებიანი პროდუქციის შექმნაში ეხმარება.