პომიდორ-კარტოფილს „2018 წლის ბოსტნეული მცენარის„ ტიტული მიენიჭა
ავსტრიელმა მემცენარეებმა ტომატ-კარტოფილი გამოარჩიეს და მას „2018 წლის ბოსტნეულის“ საპატიო წოდება მიანიჭეს.
პომიდორ-კარტოფილი სელექციური პროდუქტია და ორი მცენარის _ კარტოფილის და პომიდვრის მყნობის შედეგად მიღებული მცენარეა. იგი ნიადაგში იკეთებს კარტოფილის ტუბერებს, ხოლო ტოტებზე ჩვეულებრივ გემრიელ პომიდორს ისხამს.
ითვლება, რომ პირველი პომიდორ-კარტოფილი 2014 წელს ოთხწლიანი ცდების შედეგად ჰოლანდიელმა სელექციონერმა ბიკენკაპმა მიიღო.
ავსტრიაში პომიდორ-კარტოფილი სათბურებში და რეალიზაციის მიზნით მოჰყავთ.
ერთი ძირი მცენარე სეზონზე საშუალოდ 250-500 პატარა ზომის პომიდვრებს და 2 კილოგრამამდე კარტოფილის ტუბერებს იძლევა.
წყარო: www.freshplaza.com